-
ისწავლეთ და სხვებსაც ასწავლეთ ქრისტიანული ზნეობრივი პრინციპებისაგუშაგო კოშკი — 2002 | 15 ივნისი
-
-
13. ა) როგორ გვეხმარება ბიბლია ზნეობრიობის ფასეულობის დანახვაში? ბ) გადმოეცით 1 თესალონიკელთა 4:3—7-ში ჩაწერილი რჩევის არსი.
13 ჩვენ მიერ მაღალზნეობრივი პრინციპების დაცვა სხვა ადამიანებზეც ახდენს ზეგავლენას. ამის დანახვა ადვილად შეიძლება ღვთის სიტყვაში აღწერილი შემთხვევებიდან. ერთი მხრივ, რამდენად სასარგებლოა ღვთის ზნეობრივი პრინციპების გამოყენება და, მეორე მხრივ, რა შედეგი მოჰყვება მათ უგულებელყოფას (დაბადება 39:1—9, 21; იესო ნავეს ძე 7:1—25). ზნეობრიობასთან დაკავშირებით სათანადო რჩევას შემდეგ სიტყვებშიც ვპოულობთ: «ღვთის ნებაა თქვენი განწმედა, რათა განერიდოთ სიძვას, რათა ყოველმა თქვენგანმა იცოდეს თავისი ჭურჭლის შენახვა სიწმიდით და პატივით, და არა გარყვნილების ავხორცობით, წარმართების მსგავსად, რომლებიც არ იცნობენ ღმერთს. რათა არავინ გადავიდეს ზღვარს [„არავინ მიაყენოს ზიანი“, აქ] და არ მოატყუოს თავისი ძმა საქმეში [„არ შელახოს ძმის უფლებები ამ მხრივ“, აქ]... ვინაიდან ღმერთმა მოგვიწოდა ჩვენ არა უწმიდურობისაკენ, არამედ სიწმიდისაკენ» (1 თესალონიკელთა 4:3—7).
14. რა კითხვები შეგვიძლია დავუსვათ საკუთარ თავს 1 თესალონიკელთა 4:3—7-ში ჩაწერილ რჩევასთან დაკავშირებით?
14 ამ სიტყვებიდან თითქმის ყველას შეუძლია თვალნათლივ დაინახოს, რომ სექსუალური უზნეობა არღვევს ქრისტიანული ზნეობრიობის პრინციპებს. თუმცა შეგვიძლია ამის თაობაზე უფრო მეტიც გავიგოთ. ზოგიერთი მუხლი უფრო ღრმა გამოკვლევასა და დაფიქრებას მოითხოვს, რის შედეგადაც უკეთესად ჩავწვდებით ამა თუ იმ საკითხს. მაგალითად, შეგვიძლია ვიფიქროთ იმაზე, თუ რას გულისხმობდა პავლე, როდესაც ამბობდა, რომ სიძვას შეუძლია ‘ზიანი მიაყენოს და შელახოს ძმის უფლებები’. რომელ უფლებებზეა აქ საუბარი? როგორ დაგვეხმარება ამ საკითხის უკეთ გაგება ქრისტიანული ზნეობრიობის შენარჩუნებაში? როგორ დაგვეხმარება ასეთი გამოკვლევა იმაში, რომ უკეთ მომზადებულები ვიყოთ სხვების სასწავლებლად და დავეხმაროთ მათ, პატივი მიაგონ ღმერთს?
-
-
ისწავლეთ და სხვებსაც ასწავლეთ ქრისტიანული ზნეობრივი პრინციპებისაგუშაგო კოშკი — 2002 | 15 ივნისი
-
-
16, 17. ა) სად შეიძლება მეტი ინფორმაციის პოვნა იმ უფლებების შესახებ, რომლებიც 1 თესალონიკელთა 4:6-შია მოხსენიებული? ბ) რა მხრივ შეიძლება სიძვით შეილახოს სხვების უფლებები?
16 მოდი განვიხილოთ, ზემოთ ციტირებული 1 თესალონიკელთა 4:3—7. გვებადება კითხვები უფლებასთან დაკავშირებით. ვისი უფლებებია აქ ნაგულისხმები? როგორ შეიძლება შეილახოს ეს უფლებები? წინა აბზაცში მოხსენიებული საშუალებების გამოყენებით თქვენ შეიძლება მრავალი სტატია იპოვოთ, რომლებიც ნათელს ჰფენს ამ მუხლებს და მათ შორის პავლეს მიერ მოხსენიებული უფლებების საკითხსაც. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის წაკითხვა შეგიძლიათ „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარის“ I ტომში, გვ. 863, 864 (ინგლ.), წიგნში: „ჭეშმარიტი მშვიდობა და უსაფრთხოება — როგორ შეგიძლია იპოვო?“, გვ. 145 (ინგლ.), 1989 წლის 15 ნოემბრის „საგუშაგო კოშკში“, გვ. 31 (ინგლ.).
17 შესწავლის პროცესში ამ პუბლიკაციების მეშვეობით დაინახავთ, რამდენად ჭეშმარიტია პავლეს სიტყვები. გარდა იმისა, რომ მეძავი ღვთის წინააღმდეგ სცოდავს, შეიძლება დაავადდეს კიდეც (1 კორინთელთა 6:18, 19; ებრაელთა 13:4). კაცი მრავალმხრივ არღვევს იმ ქალის უფლებებს, რომელთანაც მრუშობს. ის ქალის მორალურ უფლებებს ლახავს და სუფთა სინდისს უბღალავს. თუ ქალი გასათხოვარია, მამაკაცი ლახავს მის უფლებას, გათხოვდეს როგორც ქალწული, ხოლო მის მომავალ მეუღლეს კი იმის უფლებას ართმევს, რომ ქალწული შეირთოს ცოლად. ის ტკივილს აყენებს ქალის მშობლებს და თუ ქალი გათხოვილია, მის მეუღლეს. უზნეო მამაკაცი თავისი ოჯახის უფლებებსაც ლახავს, რადგან სახელს უტეხს მას. თუ ეს მამაკაცი ქრისტიანული კრების წევრია, ის არცხვენს კრებას და ჩრდილს აყენებს კრების რეპუტაციას.
18. რა სარგებლობა მოაქვს ჩვენთვის ქრისტიანულ ზნეობრივ პრინციპებთან დაკავშირებით ბიბლიის გამოკვლევას?
18 განა ამ უფლებების ასეთმა განმარტებამ მეტი ნათელი არ მოჰფინა ამ მუხლებს? ამგვარი შესწავლა ფასდაუდებელია. ასეთი შესწავლების ჩატარებით, საკუთარ თავს ვასწავლით. უფრო ღრმად ვწვდებით ღვთის სიტყვის ჭეშმარიტებას და ღვთის ცნობაც უფრო მეტად ახდენს ჩვენზე ზეგავლენას. უფრო გვიმტკიცდება გადაწყვეტილება, რა ცდუნების წინაშეც არ უნდა აღმოვჩნდეთ, არ გადავუხვიოთ ქრისტიანულ ზნეობრივ პრინციპებს. და თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენად ეფექტურად შეძლებთ სხვების სწავლებას! მაგალითად, ვინმეს ბიბლიურ ჭეშმარიტებას ასწავლით, შეგიძლიათ უფრო დაწვრილებით განუმარტოთ 1 თესალონიკელთა 4:3—7, რაც მათ ქრისტიანული ზნეობრივი პრინციპების უკეთ გაგებასა და დაფასებაში დაეხმარება. ამგვარად, თქვენი შესწავლა თქვენც და სხვა მრავალ ადამიანსაც დაეხმარება ღვთისთვის პატივის მიგებაში. ჩვენ აქ მხოლოდ ერთი მაგალითი მოვიხსენიეთ თესალონიკელთა მიმართ მიწერილი პავლეს წერილიდან. გარდა ამისა, ქრისტიანული ზნეობის სხვა მრავალი ასპექტი და შესაბამისად მრავალი ბიბლიური მაგალითი თუ რჩევა არსებობს, რომლებიც შეგიძლიათ ისწავლოთ, გამოიყენოთ და სხვებსაც ასწავლოთ.
-