-
„ახლოვდება თქვენი ხსნა“!საგუშაგო კოშკი — 2015 | 15 ივლისი
-
-
14, 15. რა შეკრება უნდა მოხდეს „გოგ მაგოგელის“ თავდასხმის დაწყების შემდეგ და როგორ მოხდება ეს?
14 რა მოხდება მას შემდეგ, რაც „გოგ მაგოგელი“ ღვთის ხალხზე მიიტანს იერიშს? ამ კითხვაზე პასუხს ვკითხულობთ როგორც მათეს, ისე მარკოზის სახარებებში: „[კაცის ძე] გაგზავნის თავის ანგელოზებს და შეკრებს თავის რჩეულებს ქარის ოთხივე მიმართულებიდან, დედამიწის კიდიდან ცის კიდემდე“ (მარ. 13:27; მათ. 24:31). აქ მოხსენიებულ სიტყვა „შეკრებაში“ არც ცხებულთა თავდაპირველი შეკრება იგულისხმება და არც — მათი დარჩენილი ნაწილის საბოლოო ბეჭედდასმა (მათ. 13:37, 38). ცხებულებს საბოლოო ბეჭედი დიდი გასაჭირის დაწყებამდე დაესმებათ (გამოცხ. 7:1—4). მაშ, რომელ „შეკრებაზე“ საუბრობს იესო? იგი საუბრობს იმ დროზე, როცა 144 000-ის დარჩენილი ნაწილი თავის ზეციურ ჯილდოს მიიღებს (1 თეს. 4:15—17; გამოცხ. 14:1). ეს მოვლენა ღვთის ხალხზე „გოგ მაგოგელის“ თავდასხმის დაწყების შემდეგ, რაღაც ეტაპზე, მოხდება (ეზეკ. 38:11). სწორედ ამის შემდეგ შესრულდება იესოს მიერ ნაწინასწარმეტყველები სიტყვები: „იმ დროს მართალნი თავიანთი მამის სამეფოში მზესავით გაანათებენ“ (მათ. 13:43).b
15 ნიშნავს ეს იმას, რომ ცხებული ქრისტიანები „ზეატაცებულნი“ იქნებიან? ქრისტიანულ სამყაროში სწავლებას „ზეატაცების“ შესახებ ბევრი იზიარებს: მათ სწამთ, რომ ქრისტიანები ზეცაში ხორციელი სხეულით იქნებიან ატაცებულნი. შესაბამისად, ისინი მოელიან, რომ ქრისტე დედამიწაზე სამმართველოდ ხილულად დაბრუნდება. თუმცა ბიბლია ცალსახად აცხადებს, რომ „ცაში გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი“ და მას „იხილავენ . . . ცის ღრუბლებზე მომავალს“ (მათ. 24:30). ამ ორივე ფრაზაში იესოს უხილავად მოსვლა იგულისხმება. გარდა ამისა, ღვთის სიტყვაში იმასაც ვკითხულობთ, რომ „ხორცი და სისხლი ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებს“. ასე რომ, ისინი, ვინც ზეცად ავლენ, ჯერ უნდა შეიცვალონ „უცბად, თვალის დახამხამებაში, უკანასკნელ საყვირზე“c (წაიკითხეთ 1 კორინთელების 15:50—53). მართალია, ჩვენ სიტყვა „ზეატაცებას“ მისი მცდარი რელიგიური დატვირთვის გამო არ ვიყენებთ, მაგრამ ერთ რამეში ეჭვი არ გვეპარება: ერთგულ ცხებულ ქრისტიანთა დარჩენილი ნაწილი ნამდვილად შეიკრიბება ზეცაში და ეს თვალის დახამხამებაში მოხდება.
-
-
„ახლოვდება თქვენი ხსნა“!საგუშაგო კოშკი — 2015 | 15 ივლისი
-
-
c ცხებული ქრისტიანები ზეცაში ხორციელი სხეულით არ ავლენ (1 კორ. 15:48, 49). როგორც ჩანს, მათი სხეულებიც იესოს სხეულის მსგავსად გაქრება.
-