საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მართლად აღიარება
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
    • იესო ქრისტემ სიკვდილამდე ერთგულება შეინარჩუნა, რის შემდეგაც „გაცოცხლდა სულში“ და უკვდავი და უხრწნელი გახდა (1პტ. 3:18; 1კრ. 15:42, 45; 1ტმ. 6:16). ამგვარად ის „მართლად იქნა აღიარებული სულში“ (1ტმ. 3:16; რმ. 1:2—4) და ზეცაში ღვთის მარჯვნივ დაჯდა (ებ. 8:1; ფლ. 2:9—11). ქრისტეს ერთგული მიმდევრები ასეთივე აღდგომას (რმ. 6:5) და „ღვთის ბუნების“ მოზიარეობას ელიან (2პტ. 1:4).

  • ღვთისადმი ერთგულება
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
    • „ღვთისადმი ერთგულების წმინდა საიდუმლო“. ღვთისადმი ერთგულების საუკეთესო ნიმუში იესო ქრისტემ დაგვიტოვა. მოციქულმა პავლემ ტიმოთეს მისწერა: «ღვთისადმი ერთგულების წმინდა საიდუმლო უეჭველად დიდია: „ის გამოცხადდა ხორცში, მართლად იქნა აღიარებული სულში, ეჩვენა ანგელოზებს, მასზე იქადაგეს ყველა ხალხში, ირწმუნეს ქვეყნიერებაში და აყვანილ იქნა დიდებაში“» (1ტმ. 3:16). სრულყოფილ კაცს, ადამს, ღვთისადმი ერთგულების სრულყოფილი მაგალითი არ დაუტოვებია. ეს ვერც მისმა არასრულყოფილმა შთამომავლებმა შეძლეს. მაშ, ვინ იქნებოდა სრულყოფილად ღვთის ერთგული? ამ წმინდა საიდუმლოს ფარდა მაშინ აეხადა, როცა ღვთის ძე დედამიწაზე ჩამოვიდა და სიცოცხლის ბოლომდე ერთგული დარჩა. სწორედ იესო უნდა ყოფილიყო ტიმოთესთვის ღვთისადმი ერთგულების სრულყოფილი მაგალითი (1ტმ. 3:15).

      იესო ქრისტე ერთადერთი ადამიანი იყო, რომელიც ღვთისადმი ერთგულებას ყოველმხრივ, სრულყოფილად ავლენდა. ეს კი იმაზე მოწმობს, რომ ადამიანს შეუძლია, დარჩეს ბოლომდე ერთგული. მძიმე განსაცდელების მიუხედავად, მიწიერი ცხოვრების დასრულებამდე იესო ქრისტე იყო „ერთგული, უდანაშაულო, წაუბილწველი, ცოდვილებს ჩამოშორებული“ (ებ. 7:26). მის ერთგულებას წუნს ვერავინ დასდებდა და ღვთის წინაშე ვერავინ დაადანაშაულებდა. სიკვდილამდე იესომ თქვა: „მე ვძლიე ქვეყნიერებას“; მან აგრეთვე აღნიშნა: „ქვეყნიერების მმართველი მოდის. მას არანაირი ძალაუფლება არა აქვს ჩემზე“ (ინ. 16:33; 14:30). იესოში არ იყო არანაირი უმართლობა. მას მართებულად შეეძლო თავისი მტრებისთვის ეთქვა: „რომელი თქვენგანი მამხილებს ცოდვაში?“ (ინ. 8:46). „ღვთისადმი ერთგულების წმინდა საიდუმლოს“ გამჟღავნება იმდენად დიდებული და მნიშვნელოვანი იყო კაცობრიობისთვის, რომ მთელი დედამიწის ზურგზე უნდა გაცხადებულიყო. სწორედ იესო ქრისტეს უნდა ჰბაძავდნენ ქრისტიანული კრების წევრები ღვთისადმი ერთგულებასა და ღვთისმოსაწონ ქცევაში.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2026 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება