-
იანეწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
იანე
მოსეს ერთ-ერთი მოწინააღმდეგე, რომელსაც პავლე ჭეშმარიტების მოწინააღმდეგე განდგომილებს ადარებდა (2ტმ. 3:8, 9). ებრაული წერილებიდან არ ჩანს, ვინ იყვნენ იანე და იამბრე, რომელთა „უგუნურება ყველასთვის თვალნათელი“ გახდა. როგორც მიიჩნევენ, ისინი ფარაონის სამეფო კარზე გავლენიანი მოხელეები იყვნენ, შესაძლოა, გრძნეული ქურუმები, რომლებიც ფარაონთან არაერთხელ მისულ მოსესა და აარონს ეწინააღმდეგებოდნენ (გმ. 7:11, 12, 22; 8:17—19; 9:11). ამ მოსაზრებას გაცილებით მეტი წყარო უჭერს მხარს, ვიდრე საპირისპირო მოსაზრებებს. არაქრისტიანული წყაროები, მაგალითად, ნუმენიუსის, პლინიუს უფროსისა და ლუციუს აპულეიუსის ნაშრომები, კუმრანის ერთ-ერთი ტექსტი, „იონათანის თარგუმი“ და რამდენიმე აპოკრიფული ტექსტი მოიხსენიებს ამ მამაკაცებიდან ერთს ან ორივეს.
-