-
მარკოზი მსახურებისთვის გამოსადეგი კაცისაგუშაგო კოშკი — 2010 | 15 მარტი
-
-
ახ. წ. 65 წელს, როცა პავლე მეორედ დააპატიმრეს რომში, მან წერილი მისწერა ტიმოთეს, რომელშიც სთხოვდა ეფესოდან მასთან ჩასულიყო. „მარკოზიც წამოიყვანე“, — მისწერა მან ტიმოთეს (2 ტიმ. 4:11). აქედან გამომდინარე, იმ დროს მარკოზიც ეფესოში იმყოფებოდა. უეჭველია, მარკოზი გამოეხმაურებოდა პავლეს თხოვნას და ტიმოთეს რომში გაჰყვებოდა. მოგზაურობა იმ დროს ადვილი არ იყო, მაგრამ მარკოზს უკან არ დაუხევია.
-
-
მარკოზი მსახურებისთვის გამოსადეგი კაცისაგუშაგო კოშკი — 2010 | 15 მარტი
-
-
„მსახურებაში დამჭირდება“
მარკოზის რომში მოღვაწეობა მხოლოდ სახარების დაწერით არ შემოიფარგლებოდა. გავიხსენოთ, რა მისწერა პავლემ ტიმოთეს: „მარკოზიც წამოიყვანე“. რატომ სთხოვდა პავლე ტიმოთეს მარკოზის წამოყვანას? „რადგან მსახურებაში დამჭირდება“, — წერდა ის (2 ტიმ. 4:11).
პავლეს ბოლო წერილში მარკოზის მოხსენიება ბევრ რამეს გვეუბნება მის შესახებ. მარკოზი არსად არის აღწერილი, როგორც მოციქული, წინამძღოლი ან წინასწარმეტყველი. ის თავის ძმებს ემსახურებოდა. ახლა, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, პავლეს ნამდვილად დასჭირდებოდა მარკოზის დახმარება.
-