საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ბოლო დღეები
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
    • ბოლო დღეებში იქნებოდა განდგომილება. სიტყვები „ბოლო დღეები“ ან მსგავსი ფრაზები ზოგჯერ ბიბლიაში გამოყენებულია განდგომილებასთან დაკავშირებით, რომელიც ქრისტიანულ კრებაში იჩენდა თავს. მოციქულმა პავლემ ტიმოთეს მისწერა: „შთაგონებით წარმოთქმული სიტყვები გარკვევით ამბობს, რომ გავა დრო და ზოგიერთები შთაგონებით წარმოთქმულ მაცდურ სიტყვებსა და დემონურ სწავლებებს დაუგდებენ ყურს და განუდგებიან რწმენას“ (1ტმ. 4:1; შდრ. სქ. 20:29, 30). ტიმოთეს მიმართ მიწერილ მეორე წერილში პავლე კვლავ საუბრობს ამ თემაზე და მოიხსენიებს „ბოლო დღეებს“, რომელიც მომავალში დადგებოდა. ხალხის არასწორი საქციელის გამო ეს იქნებოდა „მძიმე, ძნელად ასატანი დრო“. პავლემ დეტალურად აღწერა ამ დროს მცხოვრები ხალხის თავნებობა და უკუღმართი აზროვნება, შემდეგ კი დასძინა: „სწორედ ასეთებს შორის ჩნდებიან ისეთი კაცები, რომლებიც ოჯახებში ცბიერებით შედიან და ატყვევებენ სუსტ, ცოდვებით დამძიმებულ და სხვადასხვა სურვილს აყოლილ ქალებს, რომლებიც გამუდმებით სწავლობენ, მაგრამ ვერა და ვერ იძენენ ჭეშმარიტების საფუძვლიან ცოდნას“ (2ტმ. 3:1—7). შემდეგ პავლემ აღნიშნა, რამდენად განსხვავდებოდა ამ გახრწნილი ადამიანებისგან ტიმოთე, რომელიც ზუსტად მიჰყვებოდა მოციქულის სწავლებას და მოუწოდა მას, რომ კვლავაც იმას მიჰყოლოდა, რაც ნასწავლი ჰქონდა და რაშიც დარწმუნებული იყო (2ტმ. 3:8—17; იხ. აგრეთვე 4:3—5). ამგვარად, კონტექსტიდან ნათლად ჩანს, რომ მოციქულმა წინასწარ გააფრთხილა ტიმოთე, როგორები იქნებოდნენ ეგრეთ წოდებული ქრისტიანები და როგორ ნაყოფს გამოიღებდა ასეთი განდგომილება.

      მსგავსად, მოციქულმა პეტრემ წინასწარ გააფრთხილა თანაქრისტიანები კრების შიგნით მოსალოდნელი ზეწოლის შესახებ: „თქვენშიც იქნებიან ცრუმასწავლებლები. სწორედ ისინი შემოაპარებენ დამღუპველ სექტანტობას, თავიანთ პატრონსაც კი უარყოფენ, რომელმაც იყიდა ისინი, და სწრაფად დაიღუპავენ თავს. ბევრი გაჰყვება მათ თავაშვებულობას“ (2პტ. 2:1, 2). იუდამაც მოუწოდა ქრისტიანებს, ებრძოლათ რწმენისთვის და გააფრთხილა ისინი: «თქვენ კი, საყვარელნო, გაიხსენეთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოციქულების მიერ ადრე ნათქვამი სიტყვები, როგორც გეუბნებოდნენ: „ბოლო დროს იქნებიან დამცინავები, რომლებიც საკუთარი უღვთო სურვილებისამებრ მოიქცევიან“» (იუდ. 3, 17, 18). პირველი საუკუნის ბოლოსთვის განდგომილების კვალი აშკარად ჩანდა. ჩვენს დროში განდგომილებამ ბოლომდე გამოიღო ნაყოფი. პავლეს მიერ მოხსენიებული „ბოლო დღეები“ უკვე დადგა.

  • ბოლო დღეები
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
    • გარდა ამისა, იესოს მოყვანილი მაგალითიდან ჩანს, რომ განდგომილება ბოროტების ნაყოფს სრულად გამოიღებდა სატანის მმართველობის ქვეშ მყოფი „ქვეყნიერების აღსასრულის“ პერიოდში. ამიტომ ლოგიკურია დავასკვნათ, რომ ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში აღწერილი „ბოლო დღეებისთვის“ დამახასიათებელი თვისებები აშკარად გამოჩნდებოდა ეგრეთ წოდებულ ქრისტიანებში. გამრავლდებოდა უკანონობა და მშობლების ურჩობა. ადამიანები იქნებოდნენ „უფრო სიამოვნებათა მოყვარულები, ვიდრე ღვთისა“. ისინი გარეგნულად ღვთის ერთგულები იქნებოდნენ, მაგრამ ღვთისადმი ერთგულება გავლენას არ მოახდენდა მათზე (2ტმ. 3:2—5). აგრეთვე იქნებოდნენ „დამცინავები მათთვის ჩვეული დაცინვით, თავიანთი სურვილებისამებრ“ მოიქცეოდნენ და იტყოდნენ: „სად არის ის დაპირებული დრო, როცა ის მოსული უნდა ყოფილიყო? მას შემდეგ, რაც ჩვენმა მამა-პაპამ სიკვდილის ძილით დაიძინა, ყველაფერი ისევე რჩება, როგორც ქმნილებათა დასაწყისიდან იყო“ (2პტ. 3:3, 4).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2026 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება