დემასი
[შესაძლოა შემოკლებული ფორმა დემეტრიოსისა, რაც ნიშნავს: დემეტრასგან, დემეტრასი]
გარკვეული ხნის მანძილზე მოციქულ პავლეს თანამსახური. დემასი რომში იყო პავლეს გვერდით, როცა მოციქული პირველად დააპატიმრეს. პავლემ მისგან მოკითხვები გადასცა კოლოსელ ქრისტიანებს და ფილიმონს მათთვის მიწერილ წერილებში (კლ. 4:14; ფლმ. 24). როცა პავლემ ტიმოთეს თავისი მეორე პატიმრობის დროს წერილი მისწერა, დემასი მის გვერდით აღარ იყო. მან მიატოვა მოციქული და თესალონიკეში, სავარაუდოდ, თავის მშობლიურ ქალაქში წავიდა (2ტმ. 4:10).
ის, თუ რა იგულისხმა პავლემ სიტყვებში: „დემასმა ახლანდელი ქვეყნიერება შეიყვარა“, უცნობია. მოციქული არ ამბობს, რომ ის განდგომილი ან მოწინააღმდეგე გახდა. როგორც ჩანს, მატერიალური ნივთების სიყვარული და ქვეყნიური სიამენი დემასმა სულიერზე მაღლა დააყენა. შესაძლოა დემასი იმან შეაშინა, რომ პავლესთან ერთად წამებით მოკლავდნენ და სიცოცხლის შესანარჩუნებლად უსაფრთხო ადგილის ძიება დაიწყო. როგორც არ უნდა ყოფილიყო, ფაქტი ერთია: დემასმა ხელიდან გაუშვა იმის უნიკალური შესაძლებლობა, რომ განემტკიცებინა პავლე მაშინ, როცა მას რთული დრო ედგა.