-
მღვდელმთავარიწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
მიუხედავად იმისა, რომ ქრისტეს აარონისგან მემკვიდრეობით არ მიუღია მღვდლობა, არც წინამორბედი ჰყოლია და არც საქმის გამგრძელებელი, მან შეასრულა ყველაფერი, რასაც ისრაელის მღვდელმთავრობა ასიმბოლოებდა. ეს ნათლად ცხადყო მოციქულმა პავლემ, როცა თქვა, რომ უდაბნოში გაკეთებული წმინდა კარავი განასახიერებდა „ჭეშმარიტ კარავს, რომელიც ადამიანმა კი არა, იეჰოვამ დადგა“, და ლევიანი მღვდლები წმინდა მსახურებას ასრულებდნენ იმ ადგილას, რომელიც ზეციურის სიმბოლო და ჩრდილი იყო (ებ. 8:1—6; 9:11). ის ამბობს, რომ იესო ქრისტემ, რომელმაც ცხოველური შესაწირავი კი არ მიიტანა, არამედ საკუთარი სრულყოფილი სხეული, გააუქმა ცხოველური შესაწირავების მიტანის აუცილებლობა. შემდეგ მან ზეცა გაიარა და „თხებისა და მოზვრების სისხლით კი არა, საკუთარი სისხლით მხოლოდ ერთხელ შევიდა წმინდა ადგილას და მარადიული ხსნა მოგვიპოვა“ (ებ. 4:14; 9:12; 10:5, 6, 9). ის შევიდა წმინდა ადგილას, რომელსაც წმინდათაწმინდა განასახიერებდა და სადაც აარონი შედიოდა, ანუ „ზეცაში, რათა ახლა ჩვენი გულისთვის ღვთის სახის წინაშე წარდგეს“ (ებ. 9:24).
-
-
წმინდა ადგილიწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
სიმბოლური მნიშვნელობა. იმას, რაც ღმერთმა იესო ქრისტეს მსხვერპლის მეშვეობით ადამიანთა გამოსასყიდად გააკეთა, ეწოდება „უფრო დიდი და უფრო სრულყოფილი კარავი, რომელიც ხელთქმნილი არ არის“. პავლე წერს, რომ ქრისტე „ერთხელ შევიდა“ ამ დიდებული სულიერი ტაძრის „წმინდა ადგილას“ და „მარადიული ხსნა მოგვიპოვა“ (ებ. 9:11, 12). ზეცად ამაღლების შემდეგ ის იეჰოვას წინაშე წარსდგა ანუ შევიდა იქ, რასაც კარვის შიდა ნაწილი, წმინდათაწმინდა განასახიერებდა (ებ. 9:24, 25). ამგვარად, კარავი და იქ შესრულებული მსახურება „ზეციურის სიმბოლო და ჩრდილი“ იყო (ებ. 8:5).
-