-
კარავიწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
იეჰოვას მითითებისამებრ პირველი კარავი ძვ. წ. 1512 წელს უდაბნოში სინას მთასთან აღმართეს. ის ისრაელის რელიგიური ცენტრი იყო და ბანაკის შუაგულში იდგა. მოციქულმა პავლემ ახსნა, რომ ის იყო „უფრო დიდი და უფრო სრულყოფილი კარვის“, ღვთის დიდებული სათაყვანებელი ადგილის პირველსახე (ებ. 9:9, 11).
[სურათი]
მღვდელმთავარი იესო ქრისტეს პირველსახე იყო (ებ. 4:14; 9:11).
[სურათი]
მღვდელმთავარი შეწირული ცხოველის სისხლს ასხურებდა შეთანხმების კიდობნის წინ. ეს განასახიერებდა იესოს მიერ მსხვერპლად გაღებული სრულყოფილი ადამიანური სიცოცხლის საფასურის წარდგენას ზეცაში ღვთის წინაშე (ებ. 9:13, 14, 24).
[სურათი]
ღვთის მითითებით ცხოველების შეწირვა იმის მომასწავებელი იყო, რომ იესო ქრისტე თავს გასწირავდა ადამიანთა გამოსასყიდად (მთ. 20:28; ებ. 10:5—10).
-
-
მაგალითებიწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
თარგმანთა უმეტესობაში ეს სიტყვა ებრაელების 9:9-სა და 11:19-ში სხვადასხვანაირად არის გადმოტანილი. მე-9 მუხლში მოციქული პავლე უდაბნოში ისრაელების მიერ აღმართულ კარავს დანიშნული დროის „სიმბოლოს“ [პარაბოლე; „ხატი“, სსგ; „მაგალითი“, კს, აფ] უწოდებს. მე-19 მუხლში მოციქული ამბობს, რომ აბრაამმა ისაკი „დაიბრუნა სიკვდილიდან“ და ამას „სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა“ (აქ) (ენ პარაბოლე; „წინასწარ მაუწყებლად“, სსგ; „მაგალითის სახით“, კს, აფ). ლუკამ სიტყვა პარაბოლე გამოიყენა, როცა მოიხსენია ანდაზა: „მკურნალო, საკუთარი თავი განკურნეო“ (ლკ. 4:23). როგორც ვხედავთ, რთულია ქართულ ენაში ზუსტი ეკვივალენტის პოვნა. ამიტომ „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“, ძირითადად, გამოყენებულია ზოგადი სიტყვა „მაგალითი“.
-