საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ijwbq სტატია 171
  • როგორ გამოიყურება ეშმაკი?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • როგორ გამოიყურება ეშმაკი?
  • პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ბიბლიის თვალსაზრისი
  • როგორ აღწერს ბიბლია ეშმაკს?
  • წინააღმდეგობა გაუწიეთ სატანას და გაიქცევა!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2006
  • მიჰბაძეთ იესოს და „წინააღმდეგობა გაუწიეთ ეშმაკს“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2008
  • საუკუნო სიცოცხლის მტერი
    შენ შეგიძლია იცხოვრო მარადიულად სამოთხეში დედამიწაზე
  • პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2013
იხილეთ მეტი
პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
ijwbq სტატია 171

როგორ გამოიყურება ეშმაკი?

ბიბლიის თვალსაზრისი

ეშმაკი არის უხილავი სულიერი ქმნილება, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ფიზიკური სხეული არ გააჩნია (ეფესოელები 6:11, 12).

ეშმაკს ხშირად აღწერენ, როგორც თხის მსგავს, რქებიან და კუდიან არსებას, რომელსაც ხელში ფიწალი უჭირავს.

ეშმაკს ხშირად აღწერენ, როგორც თხის მსგავს, რქებიან და კუდიან არსებას, რომელსაც ხელში ფიწალი უჭირავს. ზოგის აზრით ეშმაკის ამგვარი აღწერა გავრცელდა შუა საუკუნეების მხატვრების მიერ, რომლებიც, სავარაუდოდ, ფოლკლორისა და ანტიკური მითოლოგიის გავლენის ქვეშ იყვნენ.

  • როგორ აღწერს ბიბლია ეშმაკს?

  • ბიბლიური მუხლები ეშმაკის შესახებ

როგორ აღწერს ბიბლია ეშმაკს?

ბიბლია სატანის აღსაწერად იყენებს სხვადასხვა სახის მეტაფორას, რითაც წარმოდგენა გვექმნება არა მის გარეგნობაზე, არამედ მის თვისებებზე. ზოგიერთი ასეთი მეტაფორაა:

  • სინათლის ანგელოზი. სატანა ადამიანებს აჯერებს, რომ თითქოს მათი კეთილდღეობითაა დაინტერესებული და ამიტომ მის სწავლებებს უნდა გაჰყვნენ და არა ღვთისას (2 კორინთელები 11:14).

  • მბრდღვინავი ლომი. ეშმაკი ულმობლად ესხმის თავს ღვთის თაყვანისმცემლებს (1 პეტრე 5:8).

  • ძველი გველი. ეშმაკი არის საზარელი, ძლიერი და გამანადგურებელი (გამოცხადება 12:9).

ბიბლიური მუხლები ეშმაკის შესახებ

  • 2 კორინთელები 11:14: „თვით სატანაც ხომ სინათლის ანგელოზის სახეს იღებს“.

    არსი: სატანა თავს კარგ პიროვნებად წარმოაჩენს, რითაც ადამიანებს უბიძგებს, რომ ღვთის სწავლებების ნაცვლად მის სწავლებებს მიჰყვნენ.

  • ეფესოელები 6:11: „შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურვლით, რათა მტკიცედ დაუდგეთ ეშმაკის ხრიკებს“.

    არსი: ეშმაკი იყენებს სხვადასხვა ხრიკს, რითაც ადამიანებს ღვთისადმი დაუმორჩილებლობისკენ უბიძგებს.

  • იაკობი 4:7: „დაემორჩილეთ ღმერთს, წინააღმდეგობა გაუწიეთ ეშმაკს და გაიქცევა თქვენგან“.

    არსი: თუ დავემორჩილებით ღმერთს, წინააღმდეგობას გავუწევთ ეშმაკს.

  • 1 პეტრე 5:8: „თქვენი მოწინააღმდეგე, ეშმაკი, დაძრწის როგორც მბრდღვინავი ლომი და ეძებს, ვინ გადაყლაპოს“.

    არსი: ეშმაკს სძულს ღვთის მორჩილი ადამიანები და ყველაფერს აკეთებს, რომ ისინი ღმერთს ჩამოაშოროს.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2026 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება