-
„გული დაეწვა“„მოდი და გამომყევი“
-
-
7. რა დაგვეხმარება თანაგრძნობის გამოვლენაში და როგორ გამოვხატოთ თანაგრძნობა?
7 ჩვენ, ქრისტიანებმა იესოს უნდა მივბაძოთ თანაგრძნობის გამოვლენაში. ბიბლია მოგვიწოდებს, რომ ვიყოთ „გულისხმიერნი“b (1 პეტრე 3:8). შეიძლება ადვილი არ იყოს, ქრონიკულად დაავადებულთა ან დეპრესიაში მყოფთა მდგომარეობაში შეხვიდე, განსაკუთრებით მაშინ, თუ იგივე არ განგიცდია. თუმცა თანაგრძნობის გამოსავლენად აუცილებელი როდია, შენც იგივე განიცადო. იესოს კარგად ესმოდა ავადმყოფების, მიუხედავად იმისა, რომ თავად არასოდეს გამხდარა ავად. ჩვენ როგორ გამოვავლინოთ თანაგრძნობა? მოთმინებით მოვუსმინოთ დამწუხრებულებს, როდესაც თავიანთ საწუხარზე გველაპარაკებიან, და შევიდეთ მათ მდგომარეობაში. კითხვა დაუსვი საკუთარ თავს, „მე რას ვიგრძნობდი მათ ადგილზე?“ (1 კორინთელები 12:26). რაც უფრო თანამგრძნობი გახდები, მით უფრო შეძლებ ‘ანუგეშო დამწუხრებული სულები’ (1 თესალონიკელები 5:14). ზოგჯერ თანაგრძნობა ცრემლებითაც კი შეიძლება გამოხატო. „მოტირალებთან იტირეთ“, — ვკითხულობთ რომაელების 12:15-ში.
-
-
„გული დაეწვა“„მოდი და გამომყევი“
-
-
b ბერძნული ზედსართავი სახელი, რომელიც ითარგმნება, როგორც „გულისხმიერი“, სიტყვასიტყვით ნიშნავს „ერთად ტანჯვას“.
-