-
დედამიწაწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
მოციქული პეტრე ცასა და მიწას (2პტ. 3:5) სიმბოლურ ცასა და დედამიწას ადარებს (2პტ. 3:7). მე-7 მუხლში მოხსენიებულ „ცაში“ არ იგულისხმება იეჰოვას სამყოფელი ანუ მისი სატახტო ადგილი ზეცაში, ვინაიდან შეუძლებელია იეჰოვას ზეციერი სამყოფლის შერყევა. არც ამავე მუხლში მოხსენიებული „დედამიწა“ უნდა გავიგოთ პირდაპირი მნიშვნელობით, რადგან იეჰოვა ამბობს, რომ ის მყარად დააფუძნა (ფს. 78:69; 119:90). მაგრამ ღმერთი იმასაც ამბობს, რომ შეძრავს ცასა და მიწას (ანგ. 2:21; ებ. 12:26), დედამიწაც და ცაც გაიქცევა მისგან და დამყარდება ახალი ცა და ახალი დედამიწა (2პტ. 3:13; გმც. 20:11; 21:1). აშკარაა, რომ ამ შემთხვევებში „ცაც“ და „დედამიწაც“ სიმბოლური მნიშვნელობით არის გამოყენებული; ეს უკანასკნელი გულისხმობს დედამიწაზე მცხოვრებ ადამიანებს, როგორც ეს ფსალმუნის 67:7-დანაც ჩანს (იხ. ᲖᲔᲪᲐ, ᲪᲐ [ახალი ცა და ახალი დედამიწა]).
-
-
ცეცხლიწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
მოციქულმა პეტრემ ქრისტიანის განსაცდელებს უწოდა ცეცხლი, რომელიც ააშკარავებს რწმენის სიმტკიცეს (1პტ. 1:6, 7). მოგვიანებით მან სიმართლისთვის ტანჯვა შეადარა ცეცხლს და შემდეგი სიტყვებით მიმართა თანაქრისტიანებს: „ნუ ჩაცვივდებით საგონებელში თქვენ შორის გაჩაღებული ცეცხლის გამო, რაც თქვენი გამოცდისთვის არის ... რადგან ქრისტეს ტანჯვის მოზიარენი ხართ, რათა მისი დიდების გამოცხადებისას იხაროთ და სიხარულით აივსოთ“ (1პტ. 4:12, 13). სიმართლისთვის ტანჯვის დადებით შედეგებზე მოციქულმა პავლემაც გაამახვილა ყურადღება: „გასაჭირი მოთმინებას წარმოშობს“ (რმ. 5:3). მისი რწმენა, ვინც ერთგულად და წარმატებით უძლებს ცეცხლოვან განსაცდელს, უფრო ძლიერი და მტკიცე ხდება (სქ. 14:22; რმ. 12:12).
-
-
ზეცა, ცაწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
ამაღლებულის დამდაბლება. ვინაიდან ცა განასახიერებს რაღაც ამაღლებულს, სიტყვები „შერყევა“ და „შეძვრა“ მის დამდაბლებაზე მიუთითებს. წიგნ „გოდებაში“ ვკითხულობთ, რომ იეჰოვამ ციდან მიწაზე დაამხო „ისრაელის მშვენება“, როდესაც მისი განადგურება დაუშვა. ეს „მშვენება“, რომელშიც ნაგულისხმევია ისრაელის სამეფო, მისი მთავრები და მათი ძალაუფლება, თითქოს ცეცხლმა შთანთქა (გდ. 2:1—3). მოგვიანებით ისრაელის დამპყრობლის, ბაბილონის, „ცაც“ შეირყა და „დედამიწაც“ შეიძრა, როდესაც მიდიელებმა და სპარსელებმა დაამხვეს იგი, მისმა ზეციერმა ცრუღმერთებმა კი ვერ შეუნარჩუნეს მას ძალაუფლება (ეს. 13:1, 10—13).
-