-
მკითხაობაწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
ღვთისგან გამჟღავნებულ ჭეშმარიტებასა და მკითხავებისგან მიღებულ ინფორმაციას შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. ვინც მკითხაობს, უხილავი დემონები ხშირად ძლიერ კრუნჩხვებში აგდებენ, ზოგჯერ კი ისინი მისტიკური მუსიკითა და ნარკოტიკული საშუალებებით სიგიჟემდე მიდიან. ასეთ ფიზიკურ თუ გონებრივ ზიანს არ იღებენ იეჰოვას ჭეშმარიტი მსახურები, როცა წმინდა სულით აღძრულები ლაპარაკობენ (სქ. 6:15; 2პტ. 1:21). ღვთის წინასწარმეტყველები თავს ვალდებულად თვლიდნენ, უსასყიდლოდ გაეცხადებინათ ღვთის სიტყვები, წარმართი მკითხავები კი პირადი გამორჩენისთვის მკითხაობდნენ.
-
-
ებრაული წერილებიწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
ბიბლიის ზოგი დამწერი აღწერილი მოვლენების თვითმხილველი იყო. მაგალითად, მოსემ დაწერა ფარაონთან თავისი შეხვედრების შესახებ (გმ. 5:1—12:32). გენეალოგიური ნუსხების შესადგენად ისინი გულმოდგინედ იკვლევდნენ ძველ ჩანაწერებს და იღებდნენ ისტორიულ მონაცემებს (1მტ. 1—9). მაგრამ ბევრი რამ, მათ შორის, წინასწარმეტყველებები და ზეცაში ანგელოზთა შეკრებების შესახებ ცნობები აღემატებოდა ადამიანთა ცოდნას და მათი გაგება მხოლოდ ღვთის შთაგონებით იყო შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიას დიდი ხნის მანძილზე სხვადასხვა წარმოშობის მრავალი ადამიანი წერდა, ზემოხსენებული ფაქტორები და ბიბლიის ჰარმონიულობა ადასტურებს, რომ მის დამწერებს „წმინდა სულით აღძრულებს, ღმერთი ალაპარაკებდა“ (2პტ. 1:21).
-
-
შთაგონებაწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
ღვთის სულის მოქმედების შედეგები. მთელი წმინდა წერილი ღვთის წმინდა სულით ანუ მისი მოქმედი ძალით იყო შთაგონებული (იხ. სული (II)). წმინდა სული აღძრავდა ადამიანებს ღვთის ცნობის დასაწერად და ხელმძღვანელობას უწევდა. ამიტომაც თქვა პეტრე მოციქულმა ბიბლიის წინასწარმეტყველებებზე: „უპირველეს ყოვლისა, თქვენ იცით, რომ წმინდა წერილების არც ერთი წინასწარმეტყველება არ მომდინარეობს ვისიმე პირადი შეხედულებიდან, რადგან წინასწარმეტყველება არასოდეს წარმოთქმულა ადამიანის ნებით, არამედ ადამიანებს, წმინდა სულით აღძრულებს, ღმერთი ალაპარაკებდა“ (2პტ. 1:20, 21). ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღვთის სული ზემოქმედებდა ბიბლიის დამწერების გონებასა და გულზე, რათა ღვთის მიერ დასახული მიზანი შეესრულებინათ. მეფე დავითი წერდა: „ჩემით ლაპარაკობდა იეჰოვას სული და მისი სიტყვა მქონდა ენაზე“ (2სმ. 23:2). იესომ 110-ე ფსალმუნის ციტირებისას თქვა, რომ დავითმა ის შთაგონებით [სიტყვასიტყვით, „სულში“] დაწერა (მთ. 22:43), პარალელურ მუხლში, მარკოზის 12:36-ში კი ნათქვამია, რომ „წმინდა სულით“ დაწერა.
-