საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იესო ქრისტე
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
    • გაპიროვნებული სიბრძნე. რასაც „სიტყვის“ შესახებ ვკითხულობთ, ძალიან ჰგავს იმ აღწერილობას, რომელსაც იგავების 8:22—31-ში ვხვდებით. ამ მუხლებში სიბრძნე გაპიროვნებულია, მას თითქოს შეუძლია მეტყველება და მოქმედება (იგ. 8:1). ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისში მოღვაწე მრავალი ქრისტიანი ღვთისმეტყველი თვლიდა, რომ ეს მუხლები სიმბოლურად აღწერდა ღვთის ძეს განკაცებამდე. ზემოთ განხილული ბიბლიური მუხლებიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ ძე იეჰოვამ „შექმნა“ და ის არის „მისი შემოქმედებითი გზის დასაწყისი, მის უძველეს საქმეთა შორის უპირველესი“. „იგავების“ ამ მუხლებიდან კარგად ჩანს, რომ დედამიწის შექმნის დასაწყისში ძე მის გვერდით იყო „როგორც ოსტატი“. აღსანიშნავია, რომ ებრაულში არსებით სახელებს აქვთ სქესი (როგორც სხვა მრავალ ენაში). სიტყვა „სიბრძნე“ ყოველთვის მდედრობითი სქესისაა. ეს ასეა გაპიროვნებული სიბრძნის შემთხვევაშიც, რაც არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ სიბრძნით ღვთის მხოლოდშობილი ძეა წარმოდგენილი. ბერძნული სიტყვა „სიყვარული“, რომელიც გვხვდება ფრაზაში „ღმერთი სიყვარულია“ (1ინ. 4:8), მდედრობითი სქესისაა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღმერთიც მდედრობითი სქესისაა. სოლომონმა, „იგავების“ დიდი ნაწილის დამწერმა (იგ. 1:1), სიტყვა კოჰელეთ (შემკრები) საკუთარ თავთან მიმართებით გამოიყენა (ეკ. 1:1) მიუხედავად იმისა, რომ ეს სიტყვაც მდედრობითი სქესისაა.

  • სიყვარული
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
    • არსებითი სახელი ფილია (მეგობრობა) მხოლოდ ერთხელ გვხვდება ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში იქ, სადაც იაკობი შემდეგ გაფრთხილებას იძლევა: „ქვეყნიერებასთან მეგობრობა ღვთის მტრობაა ... ვისაც ქვეყნიერებასთან მეგობრობა [ბერძ. ფილოს] უნდა, იგი ღვთის მტერი ხდება“ (იაკ. 4:4).

      ბერძნული ფილოსტორგოს, რომელიც „სათუთ გრძნობებს“ ნიშნავს, ვინმესთან განსაკუთრებული სიახლოვის გამოსახატავად გამოიყენება. ამ შედგენილი სიტყვის ერთ-ერთი ფუძეა სტერგო, რომელიც ხშირად ოჯახის წევრებს შორის არსებული ნათესაური გრძნობის აღსაწერად გამოიყენება. მოციქული პავლე ქრისტიანებს ასეთი სიყვარულის განვითარებისკენ მოუწოდებდა (რმ. 12:10). პავლემ აღნიშნა, რომ ბოლო დღეებში ადამიანები იქნებოდნენ „თბილ გრძნობებს მოკლებულები [ბერძ. ასტორგე]“ და რომ ასეთები სიკვდილს იმსახურებენ (2ტმ. 3:3; რმ. 1:31, 32).

      მართალია აგაპე იმით გამოირჩევა, რომ პრინციპებს ეყრდნობა, მაგრამ ის არ არის უგრძნობელი; ასე რომ ყოფილიყო, ის მხოლოდ ცივი სამართალი იქნებოდა. თუმცა აგაპეს ემოცია არ მართავს, მას ყოველთვის პრინციპი ხელმძღვანელობს. ქრისტიანი აგაპეს ავლენს მათ მიმართ, ვის მიმართაც არ არის გამსჭვალული თბილი გრძნობით. ამისკენ მას სხვების კეთილდღეობაზე ზრუნვა (გლ. 6:10), თანაგრძნობა და გულწრფელი ინტერესი აღძრავს, თუმცა ის არ სცდება სამართლიანი პრინციპებით დადგენილ საზღვრებს.

      როგორც აღნიშნული იყო, აგაპეს პრინციპები უდევს საფუძვლად, მაგრამ მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს, რომ არსებობს სწორი და არასწორი პრინციპები. აგაპე, რომელსაც არასწორი პრინციპები მართავს, მიუღებელია. მაგალითად იესომ თქვა: „თუ ისინი გიყვართ [აგაპატე], ვისაც თქვენ უყვარხართ, რა დამსახურებაა? ცოდვილებსაც უყვართ თავიანთი მოყვარულები. თუ კარგად ექცევით მათ, ვინც თქვენ გექცევათ კარგად, რა დამსახურებაა? ცოდვილებიც ასე იქცევიან. თუ სესხს სარგებლის გარეშე აძლევთ იმათ, ვისგანაც იმედოვნებთ, რომ უკან მიიღებთ, რა დამსახურებაა? ცოდვილებიც აძლევენ სესხს ცოდვილებს სარგებლის გარეშე, რომ იმდენივე დაიბრუნონ“ (ლკ. 6:32—34). ასეთი ადამიანები ხელმძღვანელობენ შემდეგი პრინციპით: „გამიკეთებ სიკეთეს, მეც გაგიკეთებ“.

      მოციქულმა პავლემ თავის ერთ-ერთ თანამსახურზე თქვა: „დემასმა ახლანდელი ქვეყნიერება შეიყვარა [აგაპესას], დამტოვა და წავიდა“ (2ტმ. 4:10). დემასმა ქვეყნიერება, როგორც ჩანს, შეიყვარა პრინციპით: ქვეყნიერება მხოლოდ მას ასარგებლებს, ვინც მას შეიყვარებს. იესომ თქვა: „ხალხმა სინათლის ნაცვლად სიბნელე შეიყვარა [ეგაპესან], რადგან ბოროტი იყო მათი საქმეები. ბოროტების ჩამდენს სძულს სინათლე და არ მიდის სინათლისკენ, რათა მხილებული არ იყოს თავის საქმეებში“ (ინ. 3:19, 20). ამ ხალხს უყვარს სიბნელე იმ პრინციპიდან გამომდინარე, რომ სიბნელე ბოროტების საფარია.

      იესომ თავის მიმდევრებს მოუწოდა: „გიყვარდეთ [აგაპატე] თქვენი მტრები“ (მთ. 5:44). ღვთის მიერ დადგენილი პრინციპის შესახებ პავლე მოციქულმა დაწერა: „ღმერთი კი თავის სიყვარულს [აგაპენ] იმით გვიჩვენებს, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენთვის, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით ... თუკი ღმერთს მისი ძის სიკვდილით შევურიგდით, როცა მტრები ვიყავით, მით უმეტეს ახლა, როცა შერიგებულები ვართ, გადავრჩებით მისი სიცოცხლით“ (რმ. 5:8—10). ცოდვილთა მიმართ ღვთის სიყვარული საუკეთესოდ წარმოჩნდა ტარსოსელი სავლეს, მოგვიანებით პავლედ წოდებული მოციქულის მიმართ (სქ. 9:1—16; 1ტმ. 1:15). ქრისტიანმა მტერი რომ შეიყვაროს, ღვთის მიერ დადგენილი პრინციპით უნდა იხელმძღვანელოს და დაემორჩილოს მის მითითებებს, თუმცა ამ სიყვარულს შეიძლება თბილი გრძნობები არ ახლდეს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2026 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება