-
გაიუსი ეხმარებოდა ძმებსსაგუშაგო კოშკი — 2017 | მაისი
-
-
გაიუსი შეიძლება კრებაში ზედამხედველად მსახურობდა, თუმცა იოანე ამას არ აკონკრეტებს. ის აქებს გაიუსს უცნობი ძმების მიმართ გამოვლენილი სტუმართმოყვარეობისთვის. მისი აზრით, ეს გაიუსის ერთგულებაზე მეტყველებს, რადგან ღვთის ერთგული მსახურები ოდითგანვე გამოირჩეოდნენ სტუმართმოყვარეობით (დაბ. 18:1—8; 1 ტიმ. 3:2; 3 იოან. 5).
იოანე მადლობას უხდის გაიუსს ძმების მიმართ არაერთხელ გამოვლენილი სტუმართმოყვარეობისთვის, რასაც იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ ამ ქრისტიან ძმებს რეგულარული მიმოსვლა ჰქონდათ და შესაძლოა სწორედ მათგან იგებდა მოციქული იოანე კრებებში არსებულ ვითარებას.
ბუნებრივია, ეს ძმები მოგზაურობისას თანაქრისტიანებთან დარჩენას ამჯობინებდნენ, რადგან ფუნდუკებში (სასტუმროები) მომსახურება არ ვარგოდა და გარყვნილება ჩვეულებრივი ამბავი იყო. ამიტომაც შეძლებისდაგვარად ეს ძმები თანაქრისტიანებთან რჩებოდნენ.
-
-
გაიუსი ეხმარებოდა ძმებსსაგუშაგო კოშკი — 2017 | მაისი
-
-
მესამე, უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ თანაქრისტიანები, რომლებიც წინააღმდეგობის მიუხედავად ერთგულად ემსახურებიან იეჰოვას, და გულწრფელად უნდა შევაქოთ ისინი. მოციქულმა იოანემ გაამხნევა გაიუსი და დაარწმუნა, რომ სწორად იქცეოდა. დღესაც უხუცესებმა უნდა მიჰბაძონ იოანეს მაგალითს და უნდა გაამხნეონ თანაქრისტიანები, რათა ისინი არ დაიქანცონ (ეს. 40:31; 1 თეს. 5:11).
-