მთავარანგელოზი
თავად სახელწოდება გვეუბნება, რომ ის არის ყველა სხვა ანგელოზისგან გამორჩეული, მთავარი, უფროსი ანგელოზი. ამიტომ ბიბლიაში „მთავარანგელოზი“ არასდროს გვხვდება მრავლობით რიცხვში. 1 თესალონიკელების 4:16-ში, სადაც საუბარია მთავარანგელოზის აღმატებულ მდგომარეობასა და ძალაუფლებაზე, მკვდრეთით აღმდგარი უფალი იესო ქრისტე იგულისხმება: „უფალი თვითონ ჩამოვა ზეციდან მბრძანებლური მოწოდებით, მთავარანგელოზის ხმითა და ღვთის საყვირით და პირველები ქრისტეში მკვდრები აღდგებიან“. აი, რატომ არის მთავარანგელოზი ერთადერთი სახელით, მიქაელით მოხსენიებული (იუდ. 9; იხ. მიქაელი №1).