საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ენოქი — უღვთო წუთისოფელში ღმერთთან დადიოდა
    საგუშაგო კოშკი — 2001 | 15 სექტემბერი
    • უღმრთოთა განაჩენის წინასწარმეტყველება

      მაღალი ნორმების შენარჩუნება საკმაოდ ძნელია, როდესაც გარს უღმრთო ხალხი გვახვევია. მაგრამ ენოქი ბოროტთა განსჯის უკომპრომისო ცნობასაც ავრცელებდა. სულიწმიდით აღძრულმა ენოქმა შემდეგი წინასწარმეტყველება წარმოთქვა: «„აჰა, მოდის უფალი თავის ათეულ ათასობით წმიდასთან ერთად“, რათა ყველა განიკითხოს და ამხილოს უღვთოთა ყოველგვარი საქმე, რაც მათ უღვთობით ჩაუდენიათ, და ყველა სასტიკი სიტყვა, მის მიმართ რომ უთქვამთ იმ უღვთო ცოდვილთ» (იუდა 14, 15).

      როგორი გავლენა უნდა მოეხდინა ასეთ ცნობას ჯიუტ ურწმუნოებზე? გონივრულია ვიფიქროთ, რომ ასეთი სიტყვების გამო ენოქი არ იყო პოპულარული და, ალბათ, დასცინოდნენ, მასხრად იგდებდნენ და აშინებდნენ კიდეც. ზოგს მისი მოკვლაც კი სურდა. ამან ენოქი ვერ დააშინა. მან იცოდა, რა დაემართა მართალ აბელს და, მის მსგავსად, თვითონაც გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ, რაც უნდა მომხდარიყო, ღვთისათვის ემსახურა.

  • ენოქი — უღვთო წუთისოფელში ღმერთთან დადიოდა
    საგუშაგო კოშკი — 2001 | 15 სექტემბერი
    • [ჩარჩო 30 გვერდზე]

      არის „ენოქის წიგნიდან“ ბიბლიაში ციტატები მოყვანილი?

      „ენოქის წიგნი“ აპოკრიფული და ფსევდოეპიგრაფულია. ენოქს შეცდომით მიაწერენ მის ავტორობას. ეს წიგნი, რომელიც შეიძლება შედგენილია ძვ. წ. II—I საუკუნეებში, ებრაული ალოგიკური და არაისტორიული მითების კრებულს წარმოადგენს და როგორც ჩანს, ასეთნაირად დამუშავებულია წიგნ „დაბადების“ იმ მონაკვეთების საფუძველზე, რომლებიც ენოქს ეხება. ღვთის ინსპირირებული სიტყვის მოყვარულთათვის მარტო ესეც საკმარისია, რომ ეს წიგნი ყურადღების ღირსად არ ჩათვალონ.

      ბიბლიაში მხოლოდ „იუდას“ წიგნშია ენოქის წინასწარმეტყველური სიტყვები მოცემული: «„აჰა, მოდის უფალი თავის ათეულ ათასობით წმიდასთან ერთად.“ რათა ყველა განიკითხოს და ამხილოს უღვთოთა ყოველგვარი საქმე, რაც მათ უღვთობით ჩაუდენიათ, და ყველა სასტიკი სიტყვა, მის მიმართ რომ უთქვამთ იმ უღვთო ცოდვილთ» (იუდა 14, 15). ბევრი სწავლული ამტკიცებს, რომ უღვთო თანამედროვეთა შესახებ ენოქის ეს წინასწარმეტყველება პირდაპირ „ენოქის წიგნიდან“ არის ციტიურებული. გამოიყენებდა იუდა არასაიმედო აპოკრიფულ წიგნს?

      თუ როგორ გაიგო იუდამ ენოქის წინასწარმეტყველება, წმინდა წერილი ამის შესახებ არაფერს ამბობს. მან შეიძლება, უბრალოდ, ციტირება გააკეთა მსგავსი წყაროდან — ძველთაძველი განსხვავებული სანდო ჩანაწერიდან. როგორც ჩანს, პავლემაც ასეთივე რამ გააკეთა, როდესაც იანე და იამბრე მოიხსენია, რომლებიც ფარაონის სასახლის ჯადოქრები იყვნენ და მოსეს უპირისპიდებოდნენ, თუმცა ბიბლიაში მანამდე მათი სახელები არ მოიხსენიებოდა. თუ „წიგნ ენოქის“ დამწერისთვის უძველესი წყაროები ხელმისაწვდომი იყო, რატომ არ იქნებოდა ეს ხელმისაწვდომი იუდასთვისაც?a (გამოსვლა 7:11, 22; 2 ტიმოთე 3:8).

      ის ფაქტი, თუ როგორ გაიგო იუდამ ენოქის ცნობა, რომელიც უღმრთო ხალხს გადაეცა, ნაკლებად მნიშვნელოვანია. მისი უტყუარობა იმითაც მტკიცდება, რომ იუდამ ღვთის შთაგონებით დაწერა ეს ცნობა (2 ტიმოთე 3:16). ღვთის სულიწმიდა ეხმარებოდა მას, რომ ისეთი არაფერი დაეწერა, რაც არასწორი იქნებოდა.

      [სქოლიოები]

      a მოწაფე სტეფანეც გვაწვდის ისეთ ინფორმაციას, რომელიც ბიბლიაში არსად არის მოხსენიებული. ის მოიხსენიებს ფაქტებს, მაგალითად, თუ რა ეგვიპტური განათლება მიიღო მოსემ; ეგვიპტიდან გაქცევისას 40 წლის რომ იყო; ის, რომ 40 წელი მიდიანის ქვეყანაში დარჩენილიყო და რა როლი შეასრულა ანგელოზმა ხალხისთვის მოსეს რჯულის გადაცემაში (საქმეები 7:22, 23, 30, 38).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2026 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება