საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რა არის ცეცხლის ტბა — ჯოჯოხეთი თუ გეენა?
    პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
      • ეშმაკი (გამოცხადება 20:10). პირდაპირი გაგებით ტბა ვერანაირ ზიანს ვერ მიაყენებს სულიერ ქმნილებას — ეშმაკს (გამოსვლა 3:2; მსაჯულები 13:20).

  • რა არის ცეცხლის ტბა — ჯოჯოხეთი თუ გეენა?
    პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
    • რას ნიშნავს სიტყვები „დაიტანჯებიან დღედაღამ, მარადიულად“?

      თუ ცეცხლის ტბა განადგურების სიმბოლოა, რატომ წერია ბიბლიაში, რომ მასში ეშმაკი, მხეცი და ცრუწინასწარმეტყველი „დაიტანჯებიან დღედაღამ, მარადიულად“? (გამოცხადება 20:10). განვიხილოთ ოთხი მიზეზი, თუ რატომ არ ნიშნავს ეს სიტყვები პირდაპირი გაგებით ტანჯვას:

      1. ეშმაკი რომ მარადიულად დაიტანჯოს, მარადიულად უნდა იცოცხლოს. მაგრამ ბიბლიაში ნათქვამია, რომ მას ბოლო მოეღება ანუ შეწყვეტს არსებობას (ებრაელები 2:14).

      2. მარადიული სიცოცხლე ღვთისგან ძღვენია და არა სასჯელი (რომაელები 6:23).

      3. მხეცი და ცრუწინასწარმეტყველი სიმბოლოებია და ისინი ვერ შეძლებენ პირდაპირი გაგებით ტანჯვას.

      4. ბიბლიის კონტექსტიდან ვიგებთ, რომ ეშმაკის ტანჯვა სინამდვილეში მისი მარადიული განადგურებაა.

      ბიბლიაში გამოყენებული სიტყვა „ტანჯვა“ აგრეთვე შეიძლება ნიშნავდეს „შეზღუდულ მდგომარეობასაც“. მაგალითად მათეს 18:34-ში გამოყენებული ბერძნული სიტყვა „მტანჯველები“ ბიბლიის ბევრ თარგმანში გადმოტანილია როგორც „საპყრობილის ზედამხედველები“, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სიტყვები „ტანჯვა“ და „შეზღუდვა“ ერთმანეთთან კავშირშია. მათეს 8:29-სა და ლუკას 8:30, 31-ში აღწერილია ერთი და იგივე მოვლენა და ამ მუხლებში მოხსენიებული სიტყვები „ტანჯვა“ და „უფსკრული“ გაიგივებულია ერთმანეთთან და გადატანითი მნიშვნელობით სრულ უმოქმედობას ან სიკვდილს ნიშნავს (რომაელები 10:7; გამოცხადება 20:1, 3). სიტყვა „ტანჯვა“ წიგნ „გამოცხადებაში“ არაერთხელ გამოიყენება სიმბოლური მნიშვნელობით (გამოცხადება 9:5; 11:10; 18:7, 10).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2026 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება