-
ბიბლია მომავლის იმედს გვისახავსიხარეთ ცხოვრებით მარადიულად! — ბიბლიის სასწავლო კურსი
-
-
2. როგორ მომავალს გვპირდება ბიბლია?
ბიბლიის თანახმად, დადგება დრო, როცა „აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი“ (წაიკითხეთ გამოცხადების 21:4). აღარ იარსებებს ისეთი პრობლემები, რომლებიც მომავლის იმედს გვართმევს, მაგალითად: სიღარიბე, უსამართლობა, ავადმყოფობა და სიკვდილი. ბიბლია გვპირდება, რომ ადამიანები სამოთხედქცეულ დედამიწაზე მარადიული სიცოცხლით გაიხარებენ.
-
-
რა იწვევს ბოროტებასა და ტანჯვას?იხარეთ ცხოვრებით მარადიულად! — ბიბლიის სასწავლო კურსი
-
-
7. ღმერთი ბოლოს მოუღებს ადამიანთა ტანჯვას
წაიკითხეთ ესაიას 65:17 და გამოცხადების 21:3, 4; შემდეგ იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
რატომაა მანუგეშებელი იმის ცოდნა, რომ იეჰოვა ბოლოს მოუღებს ბოროტებას და გამოასწორებს მდგომარეობას?
იცოდით?
სატანამ პირველი ტყუილით იეჰოვას დასწამა ცილი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღვთის რეპუტაცია შელახა და ხალხს აფიქრებინა, რომ ღმერთი არც სამართლიანი მმართველი იყო და არც მოსიყვარულე. ახლო მომავალში იეჰოვა ბოლოს მოუღებს ადამიანთა ტანჯვას და ამგვარად აღიდგენს რეპუტაციას, ანუ განწმენდს თავის სახელს. ის დაამტკიცებს, რომ საუკეთესო მმართველია. თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ღვთის სახელის განწმენდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია (მათე 6:9, 10).
-