საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იყავით წიგნ „გამოცხადების“ ბედნიერი მკითხველი
    საგუშაგო კოშკი — 1999 | 1 დეკემბერი
    • 16. რატომ არის განსაკუთრებით ბედნიერების მომნიჭებელი „გამოცხადების“ ბოლო თავები?

      16 შეუძლებელია, „გამოცხადების“ ბედნიერ მკითხველებს გული სიხარულით არ აუთრთოლდეთ ამ წიგნის ბოლო თავებთან გაცნობისას, რომლებშიც აღწერილია ჩვენი ჩინებული იმედი — ახალი ცა და ახალი მიწა, რაც სამართლიანი ზეციერი მთავრობის მმართველობას ნიშნავს ადამიანთა ახალ, განწმენდილ საზოგადოებაზე და ყოველივე ეს დიდებას მოუტანს ‘ყოვლისშემძლე ღმერთ იეჰოვას’ (გამოცხადება 21:22, აქ). ამ შესანიშნავი ხილვების დასასრულ მაცნე ანგელოზმა იოანეს უთხრა: «ეს სიტყვები სარწმუნო და ჭეშმარიტია. და წინასწარმეტყველთა სულების უფალმა ღმერთმა მოავლინა თავისი ანგელოზი, რათა ეჩვენებინა თავის მსახურთათვის, რაც უნდა მოხდეს მალე. აჰა, მე მოვალ მალე. ნეტარია, ვინც დაიცავს ამ წიგნის წინასწარმეტყველის [„წინასწარმეტყველების“, აფ] სიტყვებს» (გამოცხადება 22:6, 7).

  • იყავით წიგნ „გამოცხადების“ ბედნიერი მკითხველი
    საგუშაგო კოშკი — 1999 | 1 დეკემბერი
    • 18, 19. ა) რატომ ვამბობთ, რომ იესო მოვა, და მოციქულ იოანეს მიერ გამოთქმულ რა იმედს ვიზიარებთ? ბ) რა მიზნით ‘მოდის’ იეჰოვა?

      18 წიგნ „გამოცხადებაში“ იესო რამდენჯერმე ამბობს: „მალე მოვალ“ (გამოცხადება 2:16; 3:11; 22:7, 20ა). დიახ, ის მოვა, დიდ ბაბილონზე, სატანის პოლიტიკურ სისტემასა და იეჰოვას უზენაესი ხელისუფლებისადმი — რომელიც ახლა მესიანური სამეფოთია წარმოდგენილი — ურჩ ადამიანებზე გამოტანილი განაჩენის შესასრულებლად. ჩვენ ვუერთდებით მოციქულ იოანეს სიტყვებს: „ამინ. ჰე, მოდი, უფალო იესო“ (გამოცხადება 22:20ბ).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2026 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება