-
ნათლობა, მონათვლაწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
მსგავსად ამისა, ქრისტიანული წესით მონათლულები ხდებიან ღვთის საკუთრება, მისი მონები, რომლებსაც ღმერთი თავისი ნებისამებრ გამოიყენებს (1კრ. 6:20). ამას ცხადყოფს წიგნი „გამოცხადება“, რომელშიც მოხსენიებულია საბოლოოდ ბეჭედდასმულთა განსაზღვრული რიცხვი, 144 000 (გმც. 7:4—8). ვიდრე ღმერთი საბოლოოდ აღიარებს მართლებად, მათ წმინდა სულით ედებათ ბეჭედი, რაც იმის საწინდარია, რომ ზეცაში მემკვიდრეობას მიიღებენ (ეფ. 1:13, 14; 2კრ. 5:1—5). ზეციერი ცხოვრების იმედის მქონეთ ეხებათ შემდეგი სიტყვები: „ღმერთმა [ქრისტეს] სხეულის თითოეული ნაწილი თავისი ნებისამებრ განალაგა“ (1კრ. 12:18, 27).
-
-
ღვთის ისრაელიწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
გამოცხადების მე-7 თავში მოხსენიებული 12 ტომი საფუძვლიანი მიზეზების გამო სულიერ ისრაელს უნდა მიეკუთვნებოდეს. ტომების ჩამონათვალი არ ემთხვევა რიცხვების პირველ თავში მოცემულ ჩამონათვალს. გარდა ამისა, იერუსალიმის ტაძარი, სამღვდელოება და ისრაელის ტომების საგვარეულო ნუსხები გაცილებით ადრე განადგურდა, ვიდრე ახ. წ. 96 წელს იოანეს ხილვა ექნებოდა. მაგრამ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, იოანეს ხილვას საფუძვლად ედო ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე და მას შემდეგ განვითარებული ზემოხსენებული მოვლენები. ზეციერი სიონის მთაზე კრავთან (რომელიც ისრაელმა ერმა უარყო) ერთად მყოფთა შესახებ იოანეს ხილვიდან გამოჩნდა, რომ სულიერი ერის, ღვთის ისრაელის რიცხვი 144 000-ს შეადგენდა, რომლებიც „ადამიანთაგან იქნენ ნაყიდნი“ (გმც. 7:4; 14:1, 4).
-