ღვთის სიტყვის საუნჯე | გამოცხადება 7—9
იეჰოვასგან კურთხეული „უამრავი ხალხი“
რატომ აკურთხებს იეჰოვა უამრავ ხალხს?
„უამრავი ხალხი“ იეჰოვას ტახტის წინაშე დგას, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სრულად უჭერენ მხარს მის უზენაესობას.
ისინი „თეთრი გრძელი სამოსელით“ არიან შემოსილი, რაც იმას ნიშნავს, რომ იესოს მსხვერპლისადმი გამოვლენილი რწმენის საფუძველზე იეჰოვა მათ მართლებად მიიჩნევს.
ისინი „ტაძარში წმინდა მსახურებას ასრულებენ მისთვის დღე და ღამე“ ანუ გამუდმებით თაყვანს სცემენ იეჰოვას და ძალ-ღონეს არ იშურებენ მისი მსახურებისთვის.
რა უნდა გავაკეთო, რომ მეც ვიყო უამრავ ხალხს შორის?