-
ნიშანი სხეულზეწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
მეორე მხრივ, იოანეს ხილვაში ადამიანებს, რომლებიც შუბლზე ან ხელზე მხეცის ნიშანს იდებენ, განადგურება ელით. შუბლზე ნიშნის დადება მიანიშნებს იმაზე, რომ ისინი მხეცის თაყვანისმცემლები და შესაბამისად, მისი მონები არიან. ისინი ღვთის მოწინააღმდეგეები გამოდიან, რადგან მხეცი, ვისაც ისინი ეთაყვანებიან, ძალაუფლებას იღებს დრაკონისგან, სატანა ეშმაკისგან. ხელზე ნიშნის დადება იმაზე მიანიშნებს, რომ ისინი მხეცის აქტიური მხარდამჭერები არიან, ვინაიდან ხელი ასოცირდება საქმის შესრულებასთან (გმც. 13:1, 2, 16—18; 14:9, 10; 16:1, 2; 20:4).
-
-
თაყვანისმცემლობაწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
ბერძნული სიტყვა პროსკინეო მნიშვნელობით ძალიან ახლოს დგას ებრაულ სიტყვასთან ჰიშთახავაჰ, რადგან ორივე თაყვანისცემისა და მდაბლად თაყვანისცემის აზრს გადმოსცემს. მათეს 18:26-ში პროსკინეოთი გადმოცემულია მონის მიერ მეფის წინაშე მდაბლად თაყვანისცემის აზრი, ხოლო მათეს 4:8, 9-ში ნაგულისხმევია ის მოქმედება, რომლის შესრულებაც სატანამ იესოს მსოფლიოს ყველა სამეფოსა და მათი დიდების სანაცვლოდ მოსთხოვა. იესოს მიერ ეშმაკისთვის მდაბლად თაყვანისცემა იმის ნიშანი იქნებოდა, რომ იესო დაემორჩილა მას და მისი მსახური გახდა. მაგრამ იესომ უთხრა მას: «გამშორდი, სატანა! რადგან დაწერილია: „იეჰოვას, შენს ღმერთს ეცი თაყვანი [ბერძ. პროსკინეოს ერთ-ერთი ფორმა. „მეორე კანონში“, საიდანაც იესო ციტირებდა, გამოყენებულია ებრ. სიტყვა ჰიშთახავაჰ] და მხოლოდ მას შეუსრულე წმინდა მსახურება (ბერძ. ლატრევოს ერთ-ერთი ფორმა; ებრ. ʽავად)“» (მთ. 4:10; კნ. 5:9; 6:13). აქედან გამომდინარე, „მხეცისა“ და მისი „ქანდაკების“ თაყვანისცემა და მის წინაშე დამხობა იგივე მსახურებაა. ამაზე მეტყველებს ის, რომ „მხეცისა“ და მისი „გამოსახულების“ მხარდამჭერებს მისი ნიშანი ადევთ ხელზე (რითაც ადამიანი მსახურებას ასრულებს) ან შუბლზე (რაც ყველასთვის თვალსაჩინოა). ვინაიდან მხეცს ძალაუფლება ეშმაკისგან აქვს მიღებული, მხეცის თაყვანისცემა, ფაქტობრივად, ეშმაკის თაყვანისცემასა და მსახურებას ნიშნავს (გმც. 13:4, 15—17; 14:9—11).
-