-
ქრისტე კრებებს ელაპარაკებასაგუშაგო კოშკი — 2003 | 15 მაისი
-
-
7, 8. რამდენად სერიოზული პრობლემა ჰქონდა ეფესოს კრებას და ჩვენ როგორ უნდა მოვიქცეთ მსგავს სიტუაციაში?
7 სამწუხაროდ, ეფესელ ქრისტიანებს სერიოზული პრობლემები ჰქონდათ. „შენს საწინააღმდეგოდ ისა მაქვს, რომ მიატოვე შენი პირველი სიყვარული“, — უთხრა მათ იესომ. კრების წევრებს კვლავ უნდა გაეღვივებინათ იეჰოვასადმი სიყვარული, რომელიც თავიდან ჰქონდათ (მარკოზი 12:28—30; ეფესელთა 2:4; 5:1, 2). ჩვენც ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა არ დავკარგოთ ღვთის სიყვარული (3 იოანე 3). როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ გამდიდრების სურვილი გვიპყრობს ან საკუთარი თავის სიამოვნება ჩვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს? (1 ტიმოთე 4:8; 6:9, 10). გულმხურვალედ უნდა ვილოცოთ, რათა იეჰოვა დაგვეხმაროს ასეთი მიდრეკილებების დაძლევაში და დაგვიბრუნდეს როგორც მისდამი ძლიერი სიყვარული, ისე მადლიერება იმისათვის, რაც მან თავის ძესთან ერთად ჩვენთვის გააკეთა (1 იოანე 4:10, 16).
-
-
ქრისტე კრებებს ელაპარაკებასაგუშაგო კოშკი — 2003 | 15 მაისი
-
-
11. როგორ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ იეჰოვასადმი სიყვარულის გაღვივებას ჩვენს კრებაში?
11 ეფესელებმა დაკარგეს სიყვარული, რომელიც თავიდან ჰქონდათ, მაგრამ რა მოხდება, თუ მსგავსი სიტუაცია დღესაც შეიქმნება კრებაში? მოდი თითოეულმა ხელი შევუწყოთ იეჰოვასადმი სიყვარულის გაღვივებას და ვილაპარაკოთ იმის შესახებ, თუ რამდენად მოსიყვარულე ღმერთია ის. შეგვიძლია მადლიერება გამოვხატოთ ღვთის სიყვარულისთვის, რომელიც მან თავისი საყვარელი ძის გამოსასყიდ მსხვერპლად გაღებით გამოავლინა (იოანე 3:16; რომაელთა 5:8). კრების შეხვედრებზე კომენტარების გაკეთებისას და სცენაზე გამოსვლისას, ყოველი სათანადო შესაძლებლობისას, შეგვიძლია ყურადღება გავამახვილოთ ღვთის სიყვარულზე. იეჰოვასადმი სიყვარულის გამოხატვის შესაძლებლობა ქრისტიანული მსახურებისას მისი სახელის განდიდების დროსაც გვეძლევა (ფსალმუნები 144:10—13). დიახ, ჩვენი სიტყვებითა და საქმეებით ხელს შევუწყობთ კრების პირველი სიყვარულის გაღვივებას ანუ გაძლიერებას.
-