-
განიწმინდეთ!საგუშაგო კოშკი — 2013 | 15 აგვისტო
-
-
5, 6. ვინ იყვნენ ელიაშიბი და ტობია და სავარაუდოდ, რა საერთო ჰქონდათ მათ?
5 წაიკითხეთ ნეემიას 13:4—9. დღევანდელ საზოგადოებაში ადვილი არ არის სიწმინდის შენარჩუნება. ვნახოთ, ელიაშიბისა და ტობიას შემთხვევა; რა საერთო ჰქონდათ მათ? ელიაშიბი მღვდელმთავარი იყო, ტობიას კი სპარსეთის მმართველობის დროს გარკვეული თანამდებობა ეკავა იუდაში, თუმცა არც ისე მაღალი. ეს უკანასკნელი და მისი ახლობლები ეწინააღმდეგებოდნენ ნეემიას, როცა ის იერუსალიმის კედლებს აშენებდა (ნეემ. 2:10). ღვთის კანონის თანახმად, ამონელებს ეკრძალებოდათ ტაძრის ტერიტორიაზე შესვლა (კან. 23:3). ამიტომ საინტერესოა, რატომ გამოუყო ადგილი მღვდელმთავარმა უცხოტომელ ტობიას ტაძრის სასადილო ოთახში?
6 ტობიასა და ელიაშიბს გარკვეული საერთო ჰქონდათ ერთმანეთთან. ამ უცხოტომელს და მის შვილს იეჰოხანანს ებრაელი ცოლები ჰყავდათ; ტობიას კარგი რეპუტაცია ჰქონდა ისრაელში (ნეემ. 6:17—19). ელიაშიბის შვილიშვილს ცოლად ჰყავდა სამარიის მთავრის სანბალატის ქალიშვილი, სანბალატისა, რომელიც ტობიას უახლოესი მეგობარი იყო (ნეემ. 13:28). ალბათ, ასეთ მეგობრულ კავშირებს უნდა მივაწეროთ ის, თუ რატომ მოექცა მღვდელმთავარი ელიაშიბი ცრუ ღმერთების მსახურის, ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მოწინააღმდეგის გავლენის ქვეშ. თუმცა ნეემიამ იეჰოვასადმი ერთგულება გამოავლინა, როცა ტაძრის სასადილო ოთახიდან ტობიას ყველა ნივთი გარეთ გამოუყარა.
-
-
განიწმინდეთ!საგუშაგო კოშკი — 2013 | 15 აგვისტო
-
-
8. რა უნდა გვახსოვდეს იეჰოვას ყველა მიძღვნილ მსახურს სხვებთან ურთიერთობებისას?
8 არასოდეს დაგვავიწყდეს შემდეგი ბიბლიური პრინციპი: „ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კარგ ჩვევებს“ (1 კორ. 15:33). ჩვენი ნათესავებიდან ზოგი შეიძლება ცუდ გავლენას ახდენს ჩვენზე. თავიდან ელიაშიბი კარგ მაგალითს აძლევდა ხალხს, რადგან ნეემიას იერუსალიმის კედლების აშენებაში უჭერდა მხარს (ნეემ. 3:1). თუმცა დროთა განმავლობაში ტობიასა და სხვების ცუდმა გავლენამ, როგორც ჩანს, ელიაშიბს ისეთი საქმეები ჩაადენინა, რამაც მას იეჰოვას თვალში სიწმინდე დააკარგვინა.
-