განადიდე მარადისობის მეფე!
„უფალი არის ხელმწიფე უკუნითი უკუნისამდე“ (ფსალმუნი 9:37).
1. რა კითხვები წამოიჭრება მარადისობასთან დაკავშირებით?
მარადისობა — რას იტყოდი შენ მის შესახებ? შენი აზრით, მარადიულად მიედინება თუ არა დრო? უეჭველია, რომ დრო წარსულში მარადიულად მიედინებოდა. რატომ არ შეიძლება ითქვას, რომ დრო მომავალშიც მარადიულად იდინებს? ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ (ინგლ.) ამბობს, რომ ღმერთს განადიდებენ „დროის უსასრულობიდან დროის უსასრულობამდე“ (ფსალმუნი 41:13, აქ [40:14]). რას ნიშნავს ეს გამოთქმა? ამის ნათლად დანახვაში დახმარებას გაგვიწევს ამასთან დაკავშირებული საკითხი — სივრცე.
2, 3. ა) სივრცესთან დაკავშირებული რომელი საკითხები გვეხმარება მარადისობის აღქმაში? ბ) რატომ უნდა გვსურდეს, რომ თაყვანი ვცეთ მარადისობის მეფეს?
2 რა სიდიდისაა სივრცე? აქვს თუ არა მას საზღვარი? მე-16 საუკუნემდე ფიქრობდნენ, რომ სამყაროს ცენტრი იყო დედამიწა. როცა გალილეომ გამოიგონა უფრო გაუმჯობესებული ტელესკოპი, შესაძლებელი გახდა ზეცის უფრო გადიდებული ხედის დანახვა. ახლა გალილეოს შეეძლო უფრო მეტი ვარსკვლავები დაენახა და იმის უნარიც შესწევდა ეჩვენებინა, რომ დედამიწა და სხვა პლანეტები მზის გარშემო ბრუნავენ. ირმის ნახტომი მეტად აღარ იყო ბუნდოვანი და უფრო მკაფიოდ გამოჩნდა. დამტკიცდა, რომ მან აღმოაჩინა გალაქტიკა და ამ გალაქტიკაში დაახლოებით ათასობით მილიონი ვარსკვლავია. მთელი სიცოცხლე რომ მოვანდომოთ, მაინც ჩვენს ძალებს აღემატება, დავითვალოთ ასე მრავალი ვარსკვლავი. მოგვიანებით ასტრონომები კვლავ ცდილობდნენ, რომ განესაზღვრათ მილიარდობით გალაქტიკა. მხოლოდ იმის მიხედვით თუ განვსაზღვრავთ, რა შესაძლებლობებიც აქვს ყველაზე ძლიერ ტელესკოპს გალაქტიკები უსასრულოდ ბევრია სივრცეში. როგორც ჩანს, სივრცე უსაზღვროა. იგივე შეიძლება ითქვას მარადისობის შესახებაც — მარადისობა უსაზღვროა.
3 მარადისობის აღქმა ადამიანთა გონების შეზღუდულ უნარს აღემატება. მაგრამ არსებობს პიროვნება, ვისაც სავსებით ესმის ეს. მას შეუძლია დათვალოს, დიახ, და მილიარდობით გალაქტიკებში არსებულ უსაზღვრო რაოდენობის კვადრილიონ ვარსკვლავებს თავიანთი სახელები უწოდოს! ეს პიროვნება ამბობს: „ზეცად აღაპყარით თვალნი და შეხედეთ, ვინ შექმნა ესენი? მან, ვისაც სათვალავით გამოჰყავს მათი მხედრობა; ვინც სახელდებით უხმობს მათ ყველას, არავინ დააკლდება ძალმოსილს და ყოვლადძლიერს. განა არ იცი? ნუთუ არ გსმენია? მარადიული ღმერთია უფალი, ქვეყნის კიდეების შემქმნელი. არ იღლება და არ იქანცება, მიუწვდომელია მისი განგება“ (ესაია 40:26, 28). რა დიდებულია ღმერთი! ჭეშმარიტად, ის არის ღმერთი, რომელსაც თაყვანი უნდა ვცეთ!
„ხელმწიფე უკუნისამდე“
4. ა) როგორ გამოხატა დავითმა, რომ აფასებდა მარადისობის მეფეს? ბ) რა დაასკვნა კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთმა დიდებულმა მეცნიერმა სამყაროს წარმოშობასთან დაკავშირებით?
4 დავითი შემოქმედის, ღმერთის შესახებ მე-9 ფსალმუნის 37-ე მუხლში ამბობს: „უფალი არის ხელმწიფე უკუნითი უკუნისამდე“. ამასთანავე, ფსალმუნის 28:10-ში ფსალმუნმომღერალი იმეორებს: „დაჯდება უფალი ხელმწიფედ უკუნისამდე“. დიახ, იეჰოვა არის მარადისობის მეფე! გარდა ამისა დავითი ადასტურებს, რომ დიდებული მეფე არის გამომგონებელი და შემოქმედი ყოველივე იმისა, რასაც ვხედავთ სივრცეში და რის შესახებაც საუბარია ფსალმუნის 18:2-ში: „ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო“. დაახლოებით 2 700 წლის შემდეგ ცნობილმა მეცნიერმა სერ ისააკ ნიუტონმა დავითის სიტყვები დაადასტურა, როდესაც წერდა: „მზის, პლანეტებისა და კომეტების ეს საუკეთესო სისტემა შეიძლებოდა მხოლოდ განათლებული და ძლევამოსილი არსების მიზნისა და უზენაესობის ნაყოფი ყოფილიყო“.
5. რას წერდნენ ესაია და პავლე სიბრძნის წყაროსთან დაკავშირებით?
5 როგორი თავმდაბლობა უნდა გვასწავლოს იმ ფაქტმა, რომ უზენაესი უფალი იეჰოვა, რომელსაც თვით უსაზღვრო ‘ცანი და ცანი ცათანი ვერ იტევენ’, არსებობს მარადიულად! (მესამე მეფეთა 8:27). იეჰოვა, როგორც ესაიას 45:18-შია აღწერილი, არის „ცათა შემოქმედი. . . რომელმაც მიწა გამოსახა და შექმნა“ და არის ისეთი უსაზღვრო სიბრძნის წყარო, რომელსაც ადამიანის გონება ვერ ჩაწვდება. როგორც 1 კორინთელთა 1:19-ში გამახვილებულია ყურადღება, იეჰოვა ამბობს: „ბრძენთა სიბრძნეს მოვსპობ და გონიერთა გონიერებას უკუვაგდებ“. ამას პავლე მოციქული მე-20 მუხლში უმატებს: „სად არის ბრძენი? სად არის მწიგნობარი? სად არის ამ წუთისოფლის მოკამათე? განა სისულელედ არ აქცია ღმერთმა ქვეყნიერების სიბრძნე?“ დიახ, როგორც პავლე მე-3 თავის მე-19 მუხლში აგრძელებს: „ამ წუთისოფლის სიბრძნე უგუნურებაა ღვთის წინაშე“.
6. რა არის ნათქვამი ეკლესიასტეს 3:11-ში ‘დროის უსასრულობასთან’ დაკავშირებით?
6 ციური სხეულები რომ შემოქმედების ნაწილია, ამას მეფე სოლომონიც იხსენიებს: „მან [ღმერთმა] ყველაფერი კეთილად შექმნა თავის დროისთვის, თვით იდუმალის [დროის უსასრულობის, აქ] შეცნობად აღძრა გონება კაცთა, ოღონდ ისე, რომ ვერ გაუგონ ღვთის ნამოქმედარს თავი და ბოლო“ (ეკლესიასტე 3:11). ფაქტია, რომ ადამიანის გულში ჩაბეჭდილია, ჩასწვდეს „დროის უსასრულობას“, რაც არის მარადიულობა. მაგრამ აქვს თუ არა ადამიანს უნარი, ოდესმე ჩასწვდეს მსგავს შემეცნებას?
სიცოცხლის დიდებული იმედი
7, 8. ა) სიცოცხლის რომელი შესანიშნავი იმედია ადამიანთა წინაშე და როგორ შეიძლება ეს იმედი ხელმისაწვდომი იყოს? ბ) რატომ უნდა გვიხაროდეს, რომ ღვთიური სწავლება გაგრძელდება მარადიულად?
7 ლოცვისას იესო ქრისტემ იეჰოვას უთხრა: „ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას ვინც მოავლინე — იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3). როგორ შეგვიძლია მივიღოთ ასეთი შემეცნება? ჩვენ უნდა ვისწავლოთ ღვთის სიტყვა, წმინდა ბიბლია. მისი საშუალებით შევძლებთ მივიღოთ ზუსტი შემეცნება ღვთის დიდებული განზრახვების შესახებ, მათ შორის იმ ღონისძიების შესახებაც, რომელიც მან განახორციელა თავისი ძის მეშვეობით მარადიულ ცხოვრებასთან დაკავშირებით დედამიწაზე სამოთხეში. ეს იქნება ‘ჭეშმარიტი სიცოცხლე’, რომელიც მოხსენიებულია 1 ტიმოთეს 6:19-ში. ეს იქნება იმასთან თანხმობაში, რაც აღწერილია ეფესელთა 3:11-ში, როგორც ‘საუკუნო განზრახვა, რომელიც განახორციელა [ღმერთმა] ჩვენს უფალ ქრისტე იესოში’.
8 დიახ, ცოდვილ ადამიანებს აქვთ უფლება მიიღონ მარადიული სიცოცხლე ღვთიური განათლების მეშვეობითა და ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლის მიმართ რწმენით. რამდენ ხანს გაგრძელდება საგანმანათლებლო პროგრამა? ეს გაგრძელდება მარადიულად, ვინაიდან კაცობრიობა წინ წაიწევს ჩვენი შემოქმედის სიბრძნის შესწავლაში. იეჰოვას სიბრძნე უსაზღვროა. პავლე მოციქულს ესმოდა ეს და აღტაცებით წამოიძახა: „ო! ღვთის სიმდიდრეთა და სიბრძნისა და შემეცნების სიღრმე! როგორი ჩაუწვდომელნი არიან მისი სამართალნი და მიუკვლეველნი მისი გზები!“ (რომაელთა 11:33). ნამდვილად, იეჰოვას შესაფერისად ეწოდება 1 ტიმოთეს 1:17-ში ‘საუკუნეთა მეფე’!
იეჰოვას შემოქმედებითი სიბრძნე
9, 10. ა) რომელი დიდებული საქმეები შეასრულა იეჰოვამ, როდესაც ადამიანებს დედამიწა ძღვნად მოუმზადა? ბ) როგორ ჩანს ღვთის დიდებული სიბრძნე მისივე ქმნილებების მეშვეობით? (იხილე ჩარჩო).
9 ახლა კი ვისაუბროთ იმ დიდებული მემკვიდრეობის შესახებ, რომლითაც მარადისობის მეფემ უზრუნველყო კაცობრიობა. ფსალმუნის 113:24-ში ნათქვამია: „ცა — ცად უფლისათვის, ხოლო ქვეყანა მისცა ადამის ძეთ“. ნუთუ არ ფიქრობ, რომ ეს განსაცვიფრებელი ნდობაა? რა თქმა უნდა! რამდენად დიდად უნდა დავაფასოთ ჩვენი შემოქმედის დიდებული მზრუნველობა, რომელმაც დედამიწა სახლად მოგვიმზადა! (ფსალმუნი 106:8).
10 როგორც „დაბადების“ პირველ თავშია აღწერილი განვითარების განსაცვიფრებელი პროცესი დედამიწაზე მიმდინარეობდა ექვსი შემოქმედებითი „დღის“ განმავლობაში, ხოლო თითოეული დღე ათასობით წლებს მოიცავს. საბოლოოდ, ღვთის ქმნილებებით უნდა ავსებულიყო დედამიწა, მთელ მიწას უნდა გადაფარებოდა მწვანე ბალახის ხალიჩა, შემკულიყო დიდებული ტყეებითა და მრავალფეროვანი ყვავილებით. წყალში უხვად უნდა ყოფილიყო ეგზოტიკური ზღვის ცხოველები, დედამიწაზე კი მშვენიერ ფრთოსანთა გუნდები და უამრავი რაოდენობის შინაური თუ გარეული ცხოველები, რომლებიც გამრავლდებოდნენ „თავ-თავისი გვარისდა მიხედვით“. როდესაც საუბარია მამაკაცისა და ქალის შექმნაზე, დაბადების 1:31-ში ნათქვამია: „დაინახა ღმერთმა ყოველივე, რაც გააჩინა, და აჰა, ძალიან კარგი იყო“. რა მშვენიერ გარემოცვაში იქნებოდნენ პირველი ადამიანები! ნუთუ შევძლებთ აღვიქვათ ჩვენი მოსიყვარულე შემოქმედის შემოქმედებითი სიბრძნე, შორსმჭვრეტელობა და მზრუნველობა? (ესაია 45:11, 12, 18).
11. როგორ განადიდა სოლომონმა იეჰოვას შემოქმედებითი სიბრძნე?
11 სოლომონი აღტაცებული იყო მარადისობის მეფის სიბრძნით. მან არაერთხელ გაამახვილა ყურადღება შემოქმედის სიბრძნეზე (იგავნი 1:1, 2; 2:1, 6; 3:13–18). სოლომონი გვარწმუნებს, რომ ‘დედამიწა დროის უსასრულობამდე იქნება’, (აქ). ის აფასებდა შემოქმედების მრავალ საოცრებას, მათ შორის წვიმის ღრუბლის როლს დედამიწის გამოსაცოცხლებლად. ის წერდა: „ზამთრის ნაკადები ზღვისკენ მიედინებიან, ზღვა კი მაინც არ აღივსება. საიდანაც ზამთრის ნაკადები მოედინებიან, კვლავ იმ ადგილს უბრუნდებიან, რომ კვლავ წამოვიდნენ“ (ეკლესიასტე 1:4, 7, აქ). სინამდვილეში ასეც ხდება, მას შემდეგ რაც წვიმა და მდინარეები გაახალისებენ მიწას, წყალი იწყებს წრებრუნვას ოკეანეებიდან და კვლავ ღრუბლები წარმოიქმნება. როგორი იქნებოდა დედამიწა და როგორი იქნებოდა ჩვენი პირობები, რომ არ იყოს გამწმენდი წყალი და წყლის განუწყვეტელი წრებრუნვა?
12, 13. როგორ შეგვიძლია გამოვავლინოთ მადლიერება ღვთის შემოქმედების მიმართ?
12 ჩვენი მადლიერება ბუნებაში არსებული ჰარმონიის გამო საქმით უნდა გამოვხატოთ, როგორც ეს აღნიშნა მეფე სოლომონმა „ეკლესიასტეს“ დასკვნით სიტყვებში: „მოვისმინოთ ყველაფრის თავი და ბოლო: ღვთისა გეშინოდეს და დაიცავი მცნებანი მისნი, რადგან ეს არის კაცის თავი და თავი. რადგან ყველა საქმეს სამსჯავროზე მიიტანს ღმერთი, ყოველივე დაფარულს, კეთილს თუ ბოროტს“ (ეკლესიასტე 12:13, 14). ჩვენ უნდა გვეშინოდეს, რომ ისეთი არაფერი გავაკეთოთ, რაც ღვთის თვალში არ არის მოსაწონი. პირიქით, ჩვენ უნდა ვეცადოთ, დავემორჩილოთ მას ღრმა, მოწიწებით აღსავსე შიშით.
13 უეჭველია, ჩვენ უნდა გვსურდეს მარადისობის მეფის განდიდება მისი დიდებული შემოქმედებითი საქმიანობის გამო! ფსალმუნის 103:24-ში ნათქვამია: „რაოდენ მრავალია საქმენი შენი, უფალო! ყოველივე სიბრძნით შეგიქმნია, სავსეა დედამიწა შენი მონაგარით“. დაე, სიხარულით შევუერთდეთ ამ ფსალმუნის ბოლო სიტყვებს, რომ საკუთარ თავსაც და აგრეთვე სხვებსაც ვუთხრათ: „აკურთხე იეჰოვა, ო სულო ჩემო. ადიდეთ იაჰ, თქვენ, ხალხო!“ (აქ).
მიწიერ ქმნილებათა გვირგვინი
14. რა მხრივ არის ღვთის მიერ შექმნილი ადამიანი ცხოველებთან შედარებით გაცილებით მაღალ საფეხურზე მდგომი?
14 იეჰოვას ყოველი ქმნილება ჩინებულია. მაგრამ ყველაზე შესანიშნავი ქმნილება დედამიწაზე ვართ ჩვენ — ადამიანები. ადამი, ხოლო შემდეგ ევა, იეჰოვას მეექვსე შემოქმედებითი დღის აპოგეა იყო — ეს ქმნილებები გაცილებით მაღალ საფეხურზე იყვნენ თევზებთან, ფრინველებსა და ცხოველებთან შედარებით! ისინი მხოლოდ ინსტინქტურად არიან ბრძენნი, ადამიანები კი დაჯილდოვებული არიან მსჯელობის უნარით, გონიერებით, და შეუძლიათ განასხვაონ სიკეთე და ბოროტება, ადამიანს შესწევს უნარი, რომ მომავლისთვის შეადგინოს გეგმა და აგრეთვე აქვს თაყვანისმცემლობის თანდაყოლილი სურვილი. როგორ მოხდა ყოველივე ეს? იმის ნაცვლად, რომ გარეული მხეცებისგან განვითარებულიყვნენ, ადამიანი ღვთის მსგავსად იყო შექმნილი. მაშასადამე, მხოლოდ ადამიანს შეუძლია აირეკლოს ჩვენი შემოქმედის თვისებები, რომელმაც საკუთარი თავი დაახასიათა, როგორც „იეჰოვა, იეჰოვა, ღმერთი მწყალობელი და შემბრალებელი, რისხვაში ნელი და სიყვარულით აღსავსე სიკეთისა და ჭეშმარიტების უხვად მქონე“ (გამოსვლა 34:6, აქ).
15. რატომ უნდა ვადიდოთ თავმდაბლურად იეჰოვა?
15 დაე, ვაქოთ იეჰოვა და ვიყოთ მისი მადლიერი, რადგან მან არაჩვეულებრივად შექმნა ჩვენი სხეული. ჩვენს სხეულში სისხლის მიმოქცევა, რაც სიცოცხლისთვის აუცილებელია, ყოველ 60 წამში ხდება. როგორც მეორე რჯულის 12:23-შია ნათქვამი, „სისხლი სულია“ — ჩვენი სიცოცხლე — ღვთის თვალში ძვირფასი. მტკიცე ძვლები, მოქნილი კუნთები, მგრძნობიარე ნერვული სისტემა და ბოლოს ტვინი, რომელიც გაცილებით მაღალ საფეხურზე დგას ნებისმიერი ცხოველის ტვინთან შედარებით და რომელიც ცათამბჯენის ზომის, ნებისმიერი სიძლიერის კომპიუტერსაც კი შეუძლებელია ჰქონდეს. ნუთუ ყოველივე ამაზე ფიქრი არ აღვიძებს შენში თავმდაბლობის გრძნობას? ეს ასეც უნდა იყოს (იგავნი 22:4). ასევე დაუფიქრდი: ფილტვები, ხორხი, ენა, კბილები და პირი ურთიერთმოქმედებისას ადამიანს საუბრის უნარით უზრუნველყოფს ათასობით ენაზე. დავითმა შექმნა შესაფერისი სიმღერა იეჰოვასთვის: „გადიდებ, რადგან საოცრებით ვარ შენივთული; საკვირველია საქმენი შენნი და ჩემმა სულმა იცის ეს სავსებით“ (ფსალმუნი 138:14). დაე, ჩვენც შევუერთდეთ დავითს, რომ მადლიერებით ვადიდოთ იეჰოვა, ჩვენი განსაცვიფრებელი კონსტრუქტორი და ღმერთი!
16. რა მელოდია შექმნა ცნობილმა მუსიკოსმა იეჰოვას განსადიდებლად და რომელ მძლავრ მოწვევას უნდა გამოვეხმაუროთ?
16 იოზეფ ჰაიდნის ლიბრეტო მე-18 საუკუნეში იეჰოვას სადიდებლად ამბობს: „მადლობდეთ მას ასეთი დიდებული საქმეების გამო! უგალობეთ მას სადიდებელი, იმღერეთ მისი დიდება, აკურთხეთ და განადიდეთ მისი სახელი! იეჰოვას დიდება იქნება სამარადისოდ, ამინ, ამინ!“ უფრო მშვენიერია ფსალმუნში ჩაწერილი ღვთის მიერ შთაგონებული გამოთქმა, რომელიც ხშირად მეორდება, მაგალითად 106-ე ფსალმუნში ოთხჯერ არის შემოთავაზებული ისეთი მოწვევა, როგორიცაა: „დაე, უქონ უფალს წყალობა მისი და საოცრებანი მისნი ადამის ძეთა მიმართ“. ცდილობ თუ არა შენც განადიდო იეჰოვა? შენ ასეც უნდა მოიქცე, რადგან ყველაფერს, რაც ჭეშმარიტად კარგია, დასაბამი აქვს იეჰოვა ღმერთისგან, რომელიც არის მარადისობის მეფე.
უფრო მძლავრი საქმეები
17. როგორ განადიდებს ‘მოსესა და კარვის სიმღერა’ იეჰოვას?
17 გასული ექვსი ათასი წლის განმავლობაში, მარადისობის მეფემ დაიწყო უფრო მძლავრი საქმეები. ბიბლიის უკანასკნელ წიგნში, გამოცხადების 15:3, 4-ში ვკითხულობთ იმ ზეციერი ქმნილებების შესახებ, რომლებმაც გაიმარჯვეს დემონებზე, თავიანთ მტრებზე: «გალობდნენ ღვთის მსახურის მოსეს გალობას და კრავის გალობას და ამბობდნენ: „დიდია და საკვირველი შენი საქმენი, უფალო ღმერთო ყოვლისმპყრობელო! წრფელი და ჭეშმარიტია შენი გზები, ხალხთა მეფეო! ვის არ შეეშინდება, უფალო, და არ ადიდებს შენს სახეს [სახელს, აქ]? რადგან მხოლოდ შენა ხარ წმიდა. ყველა ერი მოვა და თაყვანს გცემს შენ, ვინაიდან გამოჩინდნენ შენი სამართალნი“». რატომ ეწოდება ამას ‘მოსესა და კრავის სიმღერა’? მოდი, ვნახოთ.
18. რომელი მძლავრი საქმე შემოგვინახა გამოსვლის მე-15 თავში ჩაწერილმა სიმღერამ?
18 დაახლოებით 3 500 წლის წინათ, როდესაც ფარაონის ძლევამოსილი არმია წითელ ზღვაში დაიღუპა, მადლიერებით აღსავსე ისრაელებმა სიმღერით განადიდეს იეჰოვა. გამოსვლის 15:1, 18-ში ვკითხულობთ: „მაშინ უმღერეს მოსემ და ისრაელიანებმა ეს სიმღერა უფალს და ასე თქვეს: ვუმღერი უფალს, რადგან განდიდდა დიდად, ზღვაში გადაყარა ცხენი და მხედარი. იმეფებს უფალი უკუნითი უკუნისამდე!“ მარადისობის მეფის სამართლიანი ბრძანებები ნათელი გახდა მისი უზენაესობის უარმყოფელი მტრების განკითხვისა და განაჩენის შესრულებისას.
19, 20. ა) რატომ ჩამოაყალიბა იეჰოვამ ისრაელი ერი? ბ) როგორ უპასუხეს კრავმა და აგრეთვე სხვებმა სატანის ცრუ ბრალდებას?
19 რატომ გახდა ეს აუცილებელი? ეს მოხდა ედემის ბაღში, ცბიერმა გველმა პირველ წყვილს ცოდვის ჩადენისაკენ უბიძგა. ამან გამოიწვია ცოდვით აღსავსე არასრულყოფილი არსებობა, რომელიც მემკვიდრეობით მიიღო მთელმა კაცობრიობამ. როგორც ჩანს, თავდაპირველი განზრახვის თანახმად, მარადისობის მეფემ დაუყოვნებლივ მიიღო ზომები, რომლის საშუალებითაც განიდევნებოდნენ დედამიწაზე გაბატონებული მტრები და აღდგებოდა სამოთხის პირობები. მარადისობის მეფემ ჩამოაყალიბა ისრაელი ერი და მისცა რჯული, რომელიც ასახიერებდა იმას, თუ როგორ შეასრულებდა თავის განზრახვას (დაბადება 3:24).
20 დროთა განმავლობაში ისრაელი ორგულობაში ჩაიძირა და ამ სავალალო მდგომარეობამ აპოგეას მიაღწია მაშინ, როდესაც მათმა წინამძღოლებმა ღვთის მხოლოდშობილი ძე გადასცეს რომაელებს, რომ უსამართლოდ ეწამებინათ და მოეკლათ (საქმეები 10:39; ფილიპელთა 2:8). იესომ როგორც მსხვერპლად შესაწირავმა ‘ღვთის კრავმა’ თვით სიკვდილამდე შეინარჩუნა უმწიკვლოება და საჯაროდ უარყო ღვთის უძველესი მოწინააღმდეგის, სატანის წამოყენებული ცრუ ბრალდება, რომ არც ერთ ადამიანს არ შეუძლია დარჩეს ღვთის ერთგული და გაუძლოს სასტიკ გამოცდებს (იოანე 1:29, 36; იობი 1:9–12; 27:5). მიუხედავად იმისა, რომ ადამისგან მემკვიდრეობით მიიღეს არასრულყოფილება, ღვთის მოშიში მილიონობით ადამიანი მიყვება ქრისტეს კვალს, როდესაც ინარჩუნებს უმწიკვლოებას სატანური თავდასხმების დროს (1 პეტრე 1:18, 19; 2:19, 21).
21. საქმეების 17:29–31 მუხლებთან დაკავშირებით, რა იქნება განხილული შემდეგში?
21 ახლა დადგა დღე, რომ იეჰოვამ დააჯილდოოს ერთგულები და განსაჯოს ჭეშმარიტებისა და სამართლიანობის ყოველი მტერი (საქმეები 17:29–31). როგორ მოხდება ეს? ამაზე გვიპასუხებს შემდეგი სტატია.
გასამეორებელი ჩარჩო
◻ რატომ ეწოდება იეჰოვას სამართლიანად ‘მარადისობის მეფე’?
◻ როგორ ჩანს იეჰოვას სიბრძნე ქმნილებებში?
◻ რატომ შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი არის შემოქმედების შედევრი?
◻ რა საქმეებს აღწერს ‘მოსესა და კრავის სიმღერა’?
[ჩარჩო 22-ე გვერდზე]
იეჰოვას ყოვლისშემძლე სიბრძნე
მარადისობის მეფის სიბრძნე ირეკლება დედამიწის უამრავ ქმნილებებში. ყურადღება მიაქციე აგურ იაკეს ძის სიტყვებს: „უფლის ყოველი სიტყვა სარწმუნოა; იგი ფარია მის მოიმედეთათვის“ (იგავნი 30:5). შემდეგ აგურმა მოიხსენია ღვთის შექმნილი მრავალი ცოცხალი არსება, როგორც დიდი, ასევე პატარა. მაგალითად, 24-ე და 28-ე მუხლებში ის ამბობს: „აჰა, ოთხნი მცირენი დედამიწის ზურგზე, მაგრამ ბრძენთა ბრძენნი [ინსტიქტურად ბრძენნი, აქ]“. ესენი არიან: ჭიანჭველა, კურდღელი, კალია და ხვლიკი.
„ინსტიქტურად ბრძენნი“ — დიახ, ცხოველები ასე არიან შექმნილნი. ისინი ადამიანთა მსგავსად ვერ აზროვნებენ და მინდობილი არიან შინაგან სიბრძნეზე. გაოცებულხარ თუ არა ყოველივე ამით? რაოდენ ორგანიზებული არიან ეს ქმნილებები! მაგალითად, ჭიანჭველები ორგანიზებული არიან კოლონიებად, ჰყავთ მდედრი ჭიანჭველა, მუშები და მამრები. ზოგიერთ სახეობებში მუშა ჭიანჭველები მწყემსავენ მცენარის ბუგრებს ფერმაში, რომელსაც გალავანს თვითონვე უშენებენ. იქ ისინი წველიან ბუგრებს და ამავე დროს, დამცველი ჭიანჭველები იგერიებენ შემოსეულ მტერს. იგავნის 6:6-ში მოცემულია რჩევა: „მიდი ჭიანჭველასთან, მცონარავ, დააკვირდი მის ქცევას და ჭკუა ისწავლე“. ნუთუ ასეთმა მაგალითებმა არ უნდა გვიბიძგოს ჩვენ, ადამიანებს, რომ ‘ვიუხვოთ უფლის საქმეში’? (1 კორინთელთა 15:58).
ადამიანმა გააკეთა უზარმაზარი თვითმფრინავი. მაგრამ რამდენად განსხვავებული არიან მისგან ჩიტები, მაგალითად კალიბრი, რომელიც ოცდაათ გრამზე ნაკლებს იწონის! „ბოინგ 747“-ს მომარაგებული უნდა ჰქონდეს 180 000 ლიტრი საწვავი, უნდა ჰყავდეს კარგად მომზადებული ეკიპაჟი და უნდა გამოიყენოს აერონავიგაციის სისტემების კომპლექსი, რომ შეასრულოს ტრანსოკეანური რეისი. მაგრამ პატარა კალიბრი დანდობილია დაახლოებით 1 გრამი ცხიმის საწვავზე, რომ ჩრდილოეთ ამერიკიდან მექსიკის ყურის გავლით, ჩაფრინდეს სამხრეთ ამერიკაში. საწვავის არავითარი დიდი მარაგი, არც აერონავიგაციისთვის მომზადება, არც რთული რუკები და კომპიუტერები! ნუთუ მისი უნარი შემთხვევით, ევოლუციის პროცესით წარმოიშვა? არამც და არამც! ეს პაწია ჩიტი ინსტინქტურად არის ბრძენი, რომელიც ბიოლოგიურად დააპროგრამა მისმა შემოქმედმა, იეჰოვა ღმერთმა.
[სურათი 23-ე გვერდზე]
‘მარადისობის მეფის’ ნაირფეროვანი ქმნილებები ავლენენ მის დიდებას.
[სურათი 24-ე გვერდზე]
როგორც მოსე და მთელი ისრაელი ზეიმობდა იეჰოვას გამარჯვებას წითელ ზღვასთან, ასევე დიდი სიხარული იქნება არმაგედონის შემდეგ.