-
მართლები მარადიულად განადიდებენ ღმერთსსაგუშაგო კოშკი — 2009 | 15 მარტი
-
-
11, 12. რისთვის იყენებს ღვთის ხალხი თავის ქონებას?
11 ცხებული მონის კლასმა და „უამრავმა ხალხმა“ არაერთხელ დაამტკიცეს თავიანთი გულუხვობა. ფსალმუნის 112:9-ში ნათქვამია: „დაარიგა, ღარიბებს მისცა“. ჭეშმარიტი ქრისტიანები ხშირად ეხმარებიან მატერიალურად თანაქრისტიანებს და ზოგჯერ მათაც კი, ვინც არ იზიარებს მათ რწმენას. ისინი მატერიალურ დახმარებას უწევენ ომის და სტიქიური უბედურებების დროს დაზარალებულებსაც. როგორც იესომ აღნიშნა, გაცემას ნამდვილი ბედნიერება მოაქვს (წაიკითხეთ საქმეების 20:35; 2 კორინთელების 9:7).
12 გარდა ამისა, დაფიქრდით, რამხელა ხარჯებთანაა დაკავშირებული თუნდაც ამ ჟურნალის 172 ენაზე გამოცემა. ამ ენების უმეტესობაზე ის ადამიანები საუბრობენ, რომელთაც შედარებით მცირე შემოსავალი აქვთ. ეს ჟურნალი აგრეთვე ხელმისაწვდომია სხვადასხვა ჟესტების ენაზე და ბრაილის შრიფტით.
-
-
მართლები მარადიულად განადიდებენ ღმერთსსაგუშაგო კოშკი — 2009 | 15 მარტი
-
-
დიდებით ამაღლებული
17. როგორ ამაღლდებიან დიდებით მართლები?
17 რამხელა შვება იქნება, როცა სატანის წინააღმდეგობის გარეშე ერთობლივად განვადიდებთ იეჰოვას! იეჰოვას მარადიულად განადიდებენ ისინი, ვისაც ღმერთი მართლებად ჩათვლის. ისინი არ შერცხვებიან, რადგან იეჰოვამ ისიც თქვა, რომ მართალს „დიდებით აუმაღლდება რქა“ (ფსალმ. 112:9). მართლები დიდებით ამაღლდებიან, როცა იხილავენ იეჰოვას მტრების დამარცხებას.
-