-
იეჰოვას „ბრძანება“ უეჭველად შესრულდებასაგუშაგო კოშკი — 2004 | 15 ივლისი
-
-
ერები ბობოქრობენ
4. როგორ ჩამოაყალიბებდით ფსალმუნების 2:1, 2-ის ძირითად აზრს?
4 ფსალმუნმომღერალი ამ ფსალმუნში წუთისოფლის ერებისა და მათი მმართველების მოქმედებაზე ამახვილებს ყურადღებას და სიმღერას შემდეგი სიტყვებით იწყებს: „რატომ ბობოქრობენ ხალხები, და ესწრაფიან ერები ამაოებას? ამქვეყნიური მეფეები ამხედრებულან და შეთქმულან წარჩინებულნი უფლის წინააღმდეგ, და მის ცხებულზე გალაშქრებულან“ (ფსალმუნები 2:1, 2)a.
5, 6. რა ‘ამაოებას ესწრაფვიან’ ერები?
5 რა ‘ამაოებას ესწრაფვიან’ ერები? ღვთის ცხებულის — მესიის ანუ ქრისტეს — აღიარების ნაცვლად, ერები საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებისკენ მიისწრაფვიან. მე-2 ფსალმუნის ეს სიტყვები ახ. წ. I საუკუნეშიც შესრულდა, როცა იუდეველი და რომაელი მმართველები გაერთიანდნენ ღვთის მიერ მეფედ არჩეული იესო ქრისტეს მოსაკლავად. მაგრამ ამ წინასწარმეტყველების ძირითადი შესრულება 1914 წელს დაიწყო, როდესაც იესო ზეცაში გამეფდა. მას შემდეგ მსოფლიოში არსებული არც ერთი პოლიტიკური ორგანიზაცია არ აღიარებს ღვთის მიერ ტახტზე აყვანილ მეფეს.
6 რა იგულისხმა ფსალმუნმომღერალმა სიტყვებში: ‘რატომ ესწრაფვიან ერები ამაოებას’? ამაო მათი განზრახვაა; ის ვერასდროს განხორციელდება. შეუძლებელია ერებმა დედამიწაზე მშვიდობა დაამყარონ და ერთიანობა შეინარჩუნონ. მიუხედავად ამისა, ისინი მთელი ძალებით ეწინააღმდეგებიან ღვთის მმართველობას. ისინი ერთობლივად ებრძვიან უზენაესსა და მის ცხებულს. რა დიდი უგუნურებაა!
იეჰოვას ძლევამოსილი მეფე
7. როგორ დაუკავშირეს ლოცვაში პირველმა ქრისტიანებმა ფსალმუნების 2:1, 2-ის სიტყვები იესოს?
7 პირველი ქრისტიანები ფსალმუნების 2:1, 2-ის სიტყვებს იესოს უკავშირებდნენ. რწმენის გამო დევნისას ისინი შემდეგი სიტყვებით ლოცულობდნენ: «ღმერთო, შემოქმედო ცისა და მიწისა, ზღვისა და ყველაფრისა, რაც მათშია; ჩვენი მამის, შენი მსახურის დავითის ბაგე ალაპარაკე სულიწმიდით: „რად შფოთავენ წარმართნი და ხალხები განიზრახავენ ამაოებას? აღდგნენ მეფენი ქვეყნისა, და მთავრები ერთად შეიკრიბნენ უფლისა და მისი ცხებულის წინააღმდეგ.“ ვინაიდან ჭეშმარიტად შეიკრიბნენ ამ ქალაქში შენი წმიდა მსახურის, შენი ცხებულის, იესოს წინააღმდეგ ჰეროდე და პონტოელი პილატე წარმართებთან და ისრაელის ხალხთან ერთად» (საქმეები 4:24—27; ლუკა 23:1—12)b. დიახ, პირველ საუკუნეში ნამდვილად მოეწყო შეთქმულება იეჰოვას ცხებული მსახურის, იესოს, წინააღმდეგ. მაგრამ ეს ფსალმუნი საუკუნეების შემდეგაც უნდა შესრულებულიყო.
8. როგორ სრულდება თანამედროვე ერებთან დაკავშირებით ფსალმუნების 2:3-ის სიტყვები?
8 ძველად, როცა ისრაელს მეფეები მართავდნენ, მაგალითად, როდესაც იქ დავითი მეფობდა, წარმართი ერები და მათი მმართველები ღვთისა და მის მიერ გამეფებული ცხებულის წინააღმდეგ ერთიანდებოდნენ. მაგრამ რა შეიძლება ითქვას ჩვენს დროზე? დღეს ერებს არ სურთ იეჰოვასა და მესიის მოთხოვნების შესრულება.
-
-
იეჰოვას „ბრძანება“ უეჭველად შესრულდებასაგუშაგო კოშკი — 2004 | 15 ივლისი
-
-
a თავიდან მეფე დავითი იყო ეს „ცხებული“. „ამქვეყნიური მეფეები“ კი ფილისტიმელი მმართველები იყვნენ, რომლებიც მის წინააღმდეგ ჯარებს აერთიანებდნენ.
b ქრისტიანულ-ბერძნული წერილების სხვა მონაკვეთებიდანაც ჩანს, რომ იესოა მე-2 ფსალმუნში მოხსენიებული ღვთის ცხებული. ამას ცხადყოფს ფსალმუნების 2:7-ის შედარება საქმეების 13:32, 33-თან და ებრაელთა 1:5; 5:5-თან. იხილეთ აგრეთვე ფსალმუნების 2:9 და გამოცხადების 2:27.
-