-
სიბრძნე გულის წამალიაგამოიღვიძეთ! — 2011 | აგვისტო
-
-
„მშვიდი გული სხეულის სიცოცხლეა“ (იგავები 14:30).
-
-
სიბრძნე გულის წამალიაგამოიღვიძეთ! — 2011 | აგვისტო
-
-
მშვიდსა და გულფიცხ ადამიანებს შორის განსხვავებაზე საუბრისას ერთი ჟურნალი აღნიშნავს: „უახლესი გამოკვლევები ადასტურებს, რომ ბრაზი და შუღლი ადამიანში იწვევს გულის კორონარულ დაავადებებს“. ჟურნალი დასძენს: „გულის კორონარული დაავადების თავიდან არიდების და მკურნალობის წარმატებულ მეთოდებს მიეკუთვნება . . . არა მარტო ტრადიციული მედიკამენტური და ფიზიოთერაპიული მკურნალობა, არამედ ფსიქოლოგის დახმარებაც ბრაზისა და სიძულვილის დასაძლევად“ (Journal of the American College of Cardiology). მარტივად რომ ვთქვათ, როგორც ბიბლია ამბობს, მშვიდი გული კარგი ჯანმრთელობის საწინდარია.
-