-
24 იანვრით დაწყებული კვირის გეგმასამეფო მსახურება — 2011 | იანვარი
-
-
24 იანვრით დაწყებული კვირის გეგმა
24 იანვრით დაწყებული კვირა
სიმღერა 53 და ლოცვა
□ კრების ბიბლიის შესწავლა:
cf თავი 16 ¶15—20 და ჩარჩო 171-ე გვერდზე (25 წთ.)
□ თეოკრატიული მსახურების სკოლა:
ბიბლიის კითხვა: ეზრა 6—10 (10 წთ.)
№ 1: ეზრა 7:1—17 (4 წთ. ან ნაკლები)
№ 2: როგორ დაამტკიცა იესომ, რომ მეფობის ღირსია? (5 წთ.)
№ 3: ღმერთია იესო ქრისტე? (rs გვ. 172 ¶2, 3) (5 წთ.)
□ სამსახურებრივი შეხვედრა:
5 წთ.: განცხადებები. მოიხსენიე თებერვალში გასავრცელებელი ლიტერატურა და წარმოადგინე ერთი შეთავაზების ინსცენირება.
20 წთ.: „დახმარება ოჯახებისთვის“ — ნაწილი 1. (აბზაცები 1—6 და ჩარჩო მე-6 გვერდზე) კითხვა-პასუხები. აღძარი აუდიტორია, რომ ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამოს განიხილონ რამდენიმე რჩევა მე-6 გვერდზე მოყვანილი ჩარჩოდან. მომდევნო კვირას, როცა სტატიის დარჩენილი ნაწილის განხილვა იქნება, მათ შეუძლიათ გაგვიზიარონ აზრები, თუ რა სარგებლობა მოუტანა ამან მათ ოჯახს.
10 წთ.: მოემზადე თებერვალში გასავრცელებელი ჟურნალების შესათავაზებლად. განხილვა. ერთი-ორი წუთი დაუთმე ჟურნალების შინაარსის მიმოხილვას. შემდეგ აირჩიე ორი ან სამი სტატია და სთხოვე აუდიტორიას, აღნიშნონ, მათი შეთავაზების დროს რა კითხვებს დასვამენ და რომელ მუხლებს წაიკითხავენ. წარმოადგინე თითოეული ნომრის შეთავაზების ინსცენირება.
სიმღერა 32 და ლოცვა
-
-
დახმარება ოჯახებისთვისსამეფო მსახურება — 2011 | იანვარი
-
-
დახმარება ოჯახებისთვის
1. როგორ ეხმარებოდა ისრაელ ოჯახებს ყოველკვირა შაბათის დაცვა?
1 შაბათის დაცვა ოჯახების საკეთილდღეოდ იეჰოვას მიერ სიყვარულით გაწეული ღონისძიება იყო. ამ დღეს ისრაელები ისვენებდნენ ყოველდღიური საქმიანობისგან და დროს გამოყოფდნენ, რომ იეჰოვას სიკეთესა და მასთან ურთიერთობაზე ეფიქრათ. მშობლებს უნდა გამოეყენებინათ ეს შესაძლებლობა და შვილების გულში იეჰოვას კანონი ჩაენერგათ (კან. 6:6, 7). შაბათის დაცვა იეჰოვას ხალხს ყოველკვირა თავიანთ სულიერ მდგომარეობაზე დაფიქრების საშუალებას აძლევდა.
2. რას ვიგებთ შაბათის დაცვის კანონიდან იეჰოვას შესახებ?
2 რა თქმა უნდა, იეჰოვა აღარ მოითხოვს ოჯახებისგან შაბათის დაცვას. თუმცა ამ კანონიდან ღვთის შესახებ ვიგებთ, რომ ის ყოველთვის დაინტერესებული იყო თავისი ხალხის კეთილდღეობით (ეს. 48:17, 18). დღეს ერთ-ერთი საშუალება, რითაც იეჰოვა თავისი ხალხისადმი სიყვარულსა და ინტერესს ავლენს, ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამოა.
3. რა მიზანი აქვს ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამოს?
3 რა მიზანი აქვს ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამოს? 2009 წლის იანვრიდან წიგნის შესწავლა იმავე საღამოს ტარდება, რომელ საღამოსაც თეოკრატიული მსახურების სკოლა და სამსახურებრივი შეხვედრა. ამ ცვლილების მიზეზი ის იყო, რომ ოჯახებს ყოველკვირა დაეგეგმათ კონკრეტული საღამო ოჯახთან ერთად თაყვანისცემისთვის, რათა იეჰოვასთან ურთიერთობა განემტკიცებინათ. ოჯახებს მოუწოდებდნენ, რომ თუ მათთვის ეს პრაქტიკული იქნებოდა, ის საღამო, როცა წიგნის შესწავლა ჰქონდათ, ოჯახური შესწავლისთვის გამოეყენებინათ და აუჩქარებლად განეხილათ მათი ოჯახისთვის დამხმარე ბიბლიური საკითხები.
4. მხოლოდ ერთი საათი უნდა დაუთმოს ოჯახმა ბიბლიურ განხილვას? ახსენი.
4 წიგნის შესწავლაზე დასასწრებად ჩვენ გვჭირდებოდა დრო ჩასაცმელად, სამგზავროდ და ა.შ. ბევრი ჩვენგანისთვის ამ ერთსაათიან შეხვედრაზე დასწრებას ბევრად მეტი დრო მიჰქონდა. კრების შეხვედრების გეგმაში ცვლილებების შემდეგ ჩვენ ახლა მთელი საღამო გვაქვს ოჯახთან ერთად იეჰოვას თაყვანსაცემად. შედეგად, შეგვიძლია ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამოს მხოლოდ ერთი საათით არ შემოვიფარგლოთ. პირიქით, შეგვიძლია ვიფიქროთ ჩვენი ოჯახის მოთხოვნილებებსა და შესაძლებლობებზე და ამის შესაბამისად გამოვყოთ დრო.
5. უნდა დაეთმოს მთელი დრო ერთად განხილვას? ახსენი.
5 უნდა დაეთმოს მთელი დრო ერთად განხილვას? როცა წყვილები ან ბავშვიანი ოჯახები ერთად განიხილავენ ბიბლიურ თემებს, ისინი ერთმანეთს ამხნევებენ (რომ. 1:12). ამ დროს ოჯახური კვანძები ძლიერდება. ამიტომ ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამოს განხილვა ძირითადად ბიბლიაზე უნდა იყოს დაფუძნებული. მაგრამ ოჯახის თითოეულ წევრს შეუძლია ამ დროის რაღაც ნაწილი პირადი შესწავლისთვისაც გამოიყენოს. მაგალითად, ერთად განხილვის შემდეგ ოჯახს შეუძლია ერთად დარჩეს და თითოეულმა დამოუკიდებლად განაგრძოს შესწავლა, მოემზადოს კრების შეხვედრებისთვის ან ჟურნალები წაიკითხოს. ზოგი ოჯახი ამჯობინებს, რომ იმ საღამოს ტელევიზორი საერთოდ არ ჩართონ.
6. როგორ შეიძლება მიმდინარეობდეს განხილვა?
6 როგორ შეიძლება მიმდინარეობდეს განხილვა? აუცილებელი არ არის, განხილვა ყოველთვის კითხვა-პასუხებით მიმდინარეობდეს. იმისთვის, რომ ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამო ცოცხლად და საინტერესოდ ჩატარდეს, ბევრი ოჯახი ისეთ პროგრამას ადგენს, რომელიც შუა კვირაში ჩატარებული კრების შეხვედრების მსგავსია. ისინი განხილვას რამდენიმე ნაწილად ყოფენ და სხვადასხვა მეთოდით ატარებენ. მაგალითად, მათ შეუძლიათ ერთად წაიკითხონ ბიბლია, მოემზადონ კრების შეხვედრის რომელიმე ნაწილისთვის და გაითამაშონ მსახურების რომელიმე სიტუაცია. მეექვსე გვერდზე მოცემულია რამდენიმე რჩევა.
7. როგორი ატმოსფერო უნდა შექმნან მშობლებმა?
7 როგორი ატმოსფერო უნდა შექმნან მშობლებმა? სასიამოვნო და მშვიდ გარემოში თქვენი ოჯახის წევრები უკეთესად ისწავლიან. კარგ ამინდში შესწავლა შეგიძლიათ გარეთ ჩაატაროთ. თუ საჭიროება მოითხოვს, პატარა შესვენებები მოაწყვეთ. ზოგიერთი ოჯახი შესწავლის შემდეგ წაიხემსებს ხოლმე. ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამოს მშობლები ერიდებიან ბავშვების დატუქსვას ან დასჯას, მაგრამ მათ შესაძლოა გარკვეული დრო დაუთმონ იმ პრობლემას, რომელმაც მათი ყურადღება მიიქცია. უკეთესი იქნება, თუ მშობლები შვილს პირადულ საკითხებზე ცალკე დაელაპარაკებიან სხვა დროს, რათა და-ძმების წინაშე უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააყენონ. ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამო არ უნდა იყოს მშრალი და მოსაწყენი, არამედ უნდა შეეფერებოდეს ბედნიერ ღმერთს, რომელსაც თაყვანს ვცემთ (1 ტიმ. 1:11).
8, 9. როგორ უნდა მოემზადონ ოჯახისთავები?
8 როგორ უნდა მოემზადოს ოჯახისთავი? ოჯახისთვის უფრო სასარგებლო იქნება, თუ ოჯახისთავი წინასწარ განსაზღვრავს, რას განიხილავს და როგორ, და ამისთვის დროულად მოემზადება (იგავ. 21:5). კარგი იქნება, თუ ქმარი ამ საკითხებს ცოლთან შეათანხმებს (იგავ. 15:22). ოჯახისთავებო, შეგეძლოთ შიგადაშიგ ბავშვებისთვისაც გეკითხათ, რას განიხილავდით ერთად! ასე მოქცევით მათ ინტერესებსა და ფიქრებს გაიგებთ.
9 უმეტესწილად, ოჯახისთავებს დიდი დრო არ დასჭირდებათ იმაზე ფიქრისთვის, თუ რა შეიძლება განიხილონ ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამოს. შესაძლოა, ოჯახისთვის სასარგებლო იყოს, თუ ყოველკვირა რაღაცას რეგულარულად განიხილავენ და, ამგვარად, ოჯახისთავს აღარ დასჭირდება ყოველ ჯერზე ახალი პროგრამის შედგენა. შეიძლება მისთვის ხელსაყრელი იყოს განხილვის დასრულებისთანავე შემდეგი შეხვედრისთვის მომზადება, სანამ კარგად ახსოვს მისი ოჯახის სულიერი მოთხოვნილებები. ზოგიერთი ოჯახისთავი მოკლედ წერს გეგმას და აკრავს ოჯახისთვის ადვილად შესამჩნევ ადგილას, მაგალითად მაცივარზე. ეს ოჯახს სტიმულს აძლევს და საჭიროების შემთხვევაში მათ საკმარისი დრო აქვთ მოსამზადებლად.
10. როგორ შეუძლიათ მათ, ვინც მარტო ცხოვრობს, გამოიყენონ ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამო?
10 როგორ მოვიქცე, თუ მარტო ვარ? მათ, ვინც მარტო ცხოვრობს, შეუძლიათ ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამო პირადი შესწავლისთვის გამოიყენონ. ჩვეულებრივ, პირადი შესწავლის პროგრამაში უნდა შედიოდეს ბიბლიის კითხვა, შეხვედრებისთვის მომზადება და „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთ!“-ის კითხვა. ზოგიერთი მაუწყებელი ამას პირად შესწავლაში განსახილველ მასალასაც ამატებს. ზოგჯერ მათ ამ გამამხნევებელ ბიბლიურ განხილვაზე შეიძლება დაპატიჟონ სხვა მაუწყებელი ან ოჯახი.
11, 12. რა კურთხევები მოაქვს ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამოს რეგულარულად ჩატარებას?
11 რა კურთხევები მოაქვს ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამოს რეგულარულად ჩატარებას? ისინი, ვინც მთელი გულით მონაწილეობენ ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში, იეჰოვას უფრო უახლოვდებიან. გარდა ამისა, ოჯახები, რომლებიც ერთად სცემენ ღმერთს თაყვანს, ოჯახურ კვანძებს განამტკიცებენ. ერთმა დაქორწინებულმა წყვილმა იმ კურთხევების შესახებ, რომელიც ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამოს მოაქვს მათთვის, დაწერა: «ჩვენ, როგორც პიონერი წყვილი, რომელთაც შვილი არა გვყავს, ყოველთვის მოუთმენლად ველოდებით ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამოს ჩატარებას. ისეთი გრძნობა გვაქვს, რომ ამით ერთმანეთსაც უფრო ვუახლოვდებით და ჩვენს ზეციერ მამასაც. იმ დღეს, როცა ერთად შესწავლა გვაქვს დაგეგმილი, ერთმანეთს ვეუბნებით: „აბა, გამოიცანი, დღეს საღამოს რა გვაქვს დაგეგმილი?! ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამო!“».
12 ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამოს დაგეგმვა დაკავებულ ოჯახებსაც შეუძლიათ. ერთმა მარტოხელა დედამ, რომელიც ორ ვაჟს ზრდის და პიონერად მსახურობს, დაწერა: „ადრე ვერ ვახერხებდით ოჯახური შესწავლის ჩატარებას. იმის გამო, რომ სახლში დაღლილი ვბრუნდებოდი, მას არარეგულარული სახე ჰქონდა. უბრალოდ, არ ვიცოდი, რომელ დღეს დამეგეგმა მისი ჩატარება. ამ წერილით მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ, რომ ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამო გამოგვიყავით. ჩვენ წარმატებით ვატარებთ ოჯახურ შესწავლას და უხვ კურთხევებსაც ვიღებთ“.
13. რა განსაზღვრავს, რამდენად დიდ კურთხევებს მიიღებს თქვენი ოჯახი ამ ცვლილებიდან?
13 შაბათის კანონის მსგავსად, ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამოც ჩვენი ზეციერი მამის საჩუქარია, რომელიც ოჯახებს ეხმარება (იაკ. 1:17). ის, თუ როგორ იცავდნენ ისრაელი ოჯახები შაბათის კანონს, განსაზღვრავდა, რამდენად კარგი ურთიერთობა ჰქონდათ იეჰოვასთან. მსგავსად, ის, თუ როგორ ვიყენებთ ოჯახთან ერთად თაყვანისცემისთვის გამოყოფილ საღამოს, განსაზღვრავს, რამდენად დიდ კურთხევებს მიიღებს ჩვენი ოჯახი (2 კორ. 9:6; გალ. 6:7, 8; კოლ. 3:23, 24). თუ თქვენი ოჯახი კარგად გამოიყენებს ამ ცვლილებას, გაიზიარებთ ფსალმუნმომღერლის გრძნობებს: „ჩემთვის კი კარგია ღმერთთან დაახლოება. უზენაესი უფალი იეჰოვაა ჩემი თავშესაფარი“ (ფსალმ. 73:28).
[ჩანართი 5 გვერდზე]
ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამო არ უნდა იყოს მშრალი და მოსაწყენი, არამედ უნდა შეეფერებოდეს ბედნიერ ღმერთს, რომელსაც თაყვანს ვცემთ
[ჩანართი 5 გვერდზე]
შეინახე
ზოგიერთი რჩევა ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამოს ჩასატარებლად
ბიბლია:
• ერთად წაიკითხეთ ბიბლიის ყოველკვირეული კითხვის გეგმიდან რაღაც მონაკვეთი. თუ წასაკითხი მასალა ამის საშუალებას იძლევა, ერთს შეუძლია მთხრობელის ტექსტი წაიკითხოს, სხვებს კი შეუძლიათ სხვადასხვა პერსონაჟის ტექსტი წაიკითხონ.
• გაითამაშეთ ბიბლიის კითხვის რომელიმე მონაკვეთი.
• ოჯახის თითოეულ წევრს წინასწარ მიეცი ბიბლიიდან წასაკითხად რომელიმე თავი და უთხარი, რომ წასაკითხი მასალიდან ერთი-ორი გაუგებარი საკითხი ჩაიწერონ. შემდეგ ყველას კითხვები ერთად განიხილეთ.
• ყოველკვირა პატარა ფურცელზე დაწერე ბიბლიური მუხლი და შეეცადე, დაიმახსოვრო და ახსნა ის. ეს ფურცლები შეაგროვე და ყოველკვირა გადახედე მათ, რათა ნახო, რამდენი მუხლი დაგამახსოვრდა.
• ბიბლიის კითხვასთან ერთად მოუსმინე ბიბლიის კითხვის აუდიოჩანაწერს.
შეხვედრები:
• ერთად მოემზადეთ შეხვედრის გარკვეული ნაწილისთვის.
• მოამზადეთ მომდევნო კვირის გეგმით გათვალისწინებული სამეფო სიმღერები.
• თუ თეოკრატიული მსახურების სკოლაში ოჯახის რომელიმე წევრს დავალება აქვს ან ინსცენირება სამსახურებრივ შეხვედრაზე, განიხილეთ, როგორ შეიძლება მისი წარმოდგენა ან ოჯახის წინ გაითამაშეთ.
ოჯახის საჭიროებები:
• განიხილეთ მასალა წიგნებიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“ და „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“.
• გაითამაშეთ, თუ როგორ გაუმკლავდებით რთულ სიტუაციებს, რომლებიც შესაძლოა სკოლაში წამოიჭრას.
• შვილებმა და მშობლებმა გაცვალეთ როლები. შვილებმა გამოიკვლიონ საკითხი და შემდეგ იმსჯელონ მშობლებთან ერთად.
მსახურება:
• ყოველთვის წარმოადგინეთ შეთავაზებების ინსცენირება შაბათ-კვირისთვის.
• იმსჯელეთ, რა რეალური მიზნების დასახვა შეუძლია თქვენს ოჯახს მსახურების გაფართოების მიზნით გახსენების საღამოს პერიოდში ან შვებულების დროს.
• საშუალება მიეცი ოჯახის თითოეულ წევრს, რამდენიმე წუთში გამოიკვლიოს, როგორ უპასუხოს მსახურებაში წამოჭრილ კითხვას და შემდეგ წარმოადგინოს მისი ინსცენირება.
დამატებითი რჩევები:
• ერთად წაიკითხეთ სტატია ჟურნალების მიმდინარე ნომრებიდან.
• ოჯახის თითოეულ წევრს წინასწარ უთხარი, წაიკითხონ მათთვის საინტერესო სტატია ახალი ჟურნალებიდან და მოკლედ მიმოიხილონ ის.
• დროდადრო ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამოზე დაპატიჟეთ მაუწყებელი ან დაქორწინებული წყვილი, რათა ახლოს გაიცნოთ ისინი.
• უყურეთ ორგანიზაციის ერთ-ერთ ფილმს და განიხილეთ ის.
• ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-იდან ერთად განიხილეთ რუბრიკები: „ახალგაზრდების შეკითხვები“ ან „ოჯახური განხილვისთვის“.
• ჟურნალ „საგუშაგო კოშკიდან“ ერთად განიხილეთ რუბრიკები: „ასწავლეთ შვილებს“ ან „ახალგაზრდებისთვის“.
• წაიკითხეთ მიმდინარე წელიწდეულის ან საოლქო კონგრესზე გამოცემული ახალი პუბლიკაციის გარკვეული მონაკვეთი და იმსჯელეთ მასზე.
• კონგრესზე დასწრების შემდეგ გადახედეთ მთავარ აზრებს.
• დააკვირდით იეჰოვას შემოქმედებას და იმსჯელეთ, რას გვასწავლის ის იეჰოვას შესახებ.
• ერთად შეადგინეთ რაიმეს მაკეტი, რუკა ან სქემა.
-