სიმღერა 86
ერთგული ქალები, ქრისტიანი დები
ბეჭდური ვერსია
1. სარა, ესთერი, მარიამი, რუთი,
სხვა ქალებიც გამრჯე, ქმრის ერთგულები,
რჩებოდნენ ყოველთვის ღვთის ერთგულები,
ამიტომ დღეს მათ ვიცნობთ სახელებით.
იყვნენ სხვა ქალებიც და ისინიც დადიოდნენ ღვთის წინაშე მსგავსი რწმენით.
2. გაბედულებას, სიკარგეს, სიკეთეს,
ერთგულებას, უმწიკვლობას ავლენდნენ
ეს ჩინებული ქალები და ასე
ყველას დიდებულ მაგალითს აძლევდნენ.
ქრისტიანო დებო, ეცადეთ, რომ
მუდამ ღირსეულად მიჰყვეთ მათ ნაკვალევს.
3. ქალიშვილებო, დედებო, ცოლებო,
ქვრივებო, ვინც დღეს ხართ მძიმედ მშრომელნი,
გქონდეთ მოკრძალება და თავმდაბლობა,
და იქნებით ღვთისგან მოსაწონები.
რწმენით განმტკიცდით იეჰოვასგან,
მალე მიიღებთ ჯილდოს, რომელიც გელით.
(იხილეთ აგრეთვე ფილ. 4:3; 1 ტიმ. 2:9, 10; 1 პეტ. 3:4, 5)