სიმღერა 111
ის დაიძახებს
1. ერთ დღეს ჩნდება სიცოცხლე და მერე
ის ნისლივით კვლავ ქრება.
ვუძლურდებით, მერე ვიმკით ცრემლებს,
გლოვას და მწუხარებას.
თუ კვდება კაცი, განა იცოცხლებს?
მაგრამ ღმერთი გვპირდება:
(მისამღერი)
მალე ის დაიძახებს და
მკვდრებს გააცოცხლებს ყველგან,
რადგან მას ენატრება
თავის ხელთა ქმნილება.
მაშ, გქონდეთ ურყევი რწმენა!
ღმერთი სიმტკიცეს მოგვცემს.
მისცემს თავის ქმნილებას
მარადიულ სიცოცხლეს.
2. ვინც არის ღვთის მეგობარი, ისიც
სხვის მსგავსად იღუპება,
მაგრამ რჩება ღვთის მახსოვრობაში,
ამიტომ ის აღდგება.
იქ, სამოთხეში, უხვი სიცოცხლით
იხარებს ღვთის ქმნილება.
(მისამღერი)
მალე ის დაიძახებს და
მკვდრებს გააცოცხლებს ყველგან,
რადგან მას ენატრება
თავის ხელთა ქმნილება.
მაშ, გქონდეთ ურყევი რწმენა!
ღმერთი სიმტკიცეს მოგვცემს.
მისცემს თავის ქმნილებას
მარადიულ სიცოცხლეს.
(იხილეთ აგრეთვე იოან. 6:40; 11:11, 43; იაკ. 4:14)