ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 50
ჩემი მიძღვნის ლოცვა
ბეჭდური ვერსია
1. უფალო, გიძღვნი ჩემს გულს,
მას ხომ შენი სიბრძნე სურს.
მღერით ავიმაღლებ ხმას,
ჩემს მეფეს ვუძღვნი ქებას.
2. არ დავიშურებ ძალებს,
რათა მივყვე ბრძნულ რჩევებს.
ძვირფას ძღვენსაც გავიღებ,
არაფერს დავინანებ.
3. უფალო, მსურს, შენს ნებას
ვასრულებდე მარადჟამს.
მინდა, ჩემი ცხოვრებით
გადიდებდე ყოველთვის.
(იხილეთ აგრეთვე ფსალმ. 40:8; იოან 8:29; 2 კორ. 10:5)