ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 109
გულითადად გიყვარდეთ
ბეჭდური ვერსია
1. როცა წრფელ სიყვარულს ვავლენთ,
გულს იეჰოვას ვუხარებთ.
ღვთის ამ დიდებულ თვისებას
ჩვენ ძალზე ვაფასებთ.
გულში თბილ გრძნობებს ვაღვივებთ,
მეგობრობას განვამტკიცებთ.
ყველას მიმართ ვართ მზრუნველნი,
გულწრფელობას ვავლენთ.
ვუწვდით დახმარების ხელს
გასაჭირში მყოფ ჩვენს მეგობრებს.
გულისყურით მოვუსმენთ,
თანავუგრძნობთ, გავუგებთ.
იეჰოვას სიყვარული
ქრისტემ გვამცნო წრფელი გულით.
აღძრულნი ვართ, მივბაძოთ ღმერთს,
ვავითარებთ თბილ გრძნობებს,
მუდამ სიყვარულს ვავლენთ.
(იხილეთ აგრეთვე 1 პეტ. 2:17; 3:8; 4:8; 1 იოან. 3:11)