ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 3
ჩვენო რწმენავ, ძალავ, ჩვენო იმედო
1. იეჰოვა, შენ თვით გვიბოძე
ძვირფასი იმედი.
გვინდა ამ იმედზე ვამცნოთ
მთელ ხალხებს ჩვენ ირგვლივ.
ქარტეხილებს გვატეხს ცხოვრება,
რაც ჩვენს გულში შიშს ბადებს,
ზოგჯერ მშფოთვარე ფიქრებიც
ჩრდილავს იმედს, ნათელს.
(ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)
ჩვენო რწმენავ, ძალავ,
ჩვენო იმედო,
შენ არ გვიკავებ სიკეთეს.
როცა ვასწავლით და
როცა ვქადაგებთ,
შენზე ვამყარებთ ჩვენ იმედს.
2. იეჰოვა, გთხოვთ, მოგვეც გული
ბრძენი და მორჩილი,
რომ გვახსოვდეს გასაჭირში,
შენ ხარ ჩვენი მხსნელი.
გვანუგეშებს შენი სიტყვები,
ძალებს გვმატებს დაღლილებს.
გულში ცეცხლი აგვენთება
და ვამცნობთ შენს სახელს.
(ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)
ჩვენო რწმენავ, ძალავ,
ჩვენო იმედო,
შენ არ გვიკავებ სიკეთეს.
როცა ვასწავლით და
როცა ვქადაგებთ,
შენზე ვამყარებთ ჩვენ იმედს.
(იხილეთ აგრეთვე ფსალმ. 72:13, 14; იგავ. 3:5, 6, 26; იერ. 17:7)