ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 7
იეჰოვა, ჩვენო ძალავ!
1. იეჰოვა ღმერთო, მწყალობელო,
ჩვენო სიმაგრევ, ძალავ და მხსნელო,
შენს ცნობას მოწმეები ვამცნობთ ხალხს,
მოგვისმენენ თუ უარყოფენ მას!
(ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)
იეჰოვა, კლდევ და ჩვენო ძალავ,
შენს სახელს ვამცნობთ ხალხს დღედაღამ.
იეჰოვა, ყოვლისშემძლევ ძალით,
ხარ ჩვენი კოშკი, თავშესაფარი.
2. შენს მსახურებს გვახარებს სინათლე.
ვხედავთ ჭეშმარიტებას, სიმართლეს.
ვიკვლევთ შენს სიტყვას და ასე გისმენთ,
მხარს ვუჭერთ შენს სამეფოს, მას ვირჩევთ.
(ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)
იეჰოვა, კლდევ და ჩვენო ძალავ,
შენს სახელს ვამცნობთ ხალხს დღედაღამ.
იეჰოვა, ყოვლისშემძლევ ძალით,
ხარ ჩვენი კოშკი, თავშესაფარი.
3. შენს ნებას ვასრულებთ სიხარულით,
ყოველდღე გენდობით მთელი გულით.
ბოროტი დაგვცინის, ცდილობს, მოგვკლას,
ვადიდებთ შენს უზენაესობას.
(ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)
იეჰოვა, კლდევ და ჩვენო ძალავ,
შენს სახელს ვამცნობთ ხალხს დღედაღამ.
იეჰოვა, ყოვლისშემძლევ ძალით,
ხარ ჩვენი კოშკი, თავშესაფარი.
(იხილეთ აგრეთვე 2 სამ. 22:3; ფსალმ. 18:2; ეს. 43:12)