ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 90
გავამხნეოთ ერთმანეთი
1. როცა ერთმანეთს მოვუწოდებთ,
ვემსახუროთ იეჰოვას,
ვმხნევდებით და ვავლენთ სიყვარულს,
გვაქვს მშვიდობა და ერთობა.
სიყვარული ძალას გვაძლევს, რომ
ყველაფერი ავიტანოთ.
კრება არის თავშესაფარი,
სადაც ჩვენ თავს ვგრძნობთ უსაფრთხოდ.
2. დროულად ნათქვამი სიტყვები
გვაიმედებს, გვანუგეშებს.
ეს სიტყვები ახასიათებთ
ძვირფას და ნამდვილ მეგობრებს.
ჩვენ გვაერთიანებს იმედი,
მიზანიც ყველას ერთი გვაქვს:
ჩვენ ვცდილობთ სხვების დახმარებას,
ერთმანეთის განმტკიცებას.
3. იეჰოვას დღის სიახლოვეს
რწმენის თვალით ცხადად ვხედავთ.
ღვთის გზაზე რომ ვიაროთ კვლავაც,
ერთად შეკრება გვჭირდება.
ღვთის ხალხს გვაქვს იმედი, რომ მარად
ვემსახურებით ცოცხალ ღმერთს.
მაშ, გავამხნეოთ ერთმანეთი
და ღვთის ერთგულები დავრჩეთ.
(იხილეთ აგრეთვე ლუკ. 22:32; საქ. 14:21, 22; გალ. 6:2; 1 თეს. 5:14)