ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 61
მოწმეებო, წინ!
1. ღვთის მსახურები ახლა, ამ ბოლო ჟამს,
მტკიცედ იცავენ სასიხარულო ცნობას.
თუმც ეშმაკი დღეს გვემტერება,
ღვთისგან ჩვენ გაბედულება გვეძლევა.
(ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)
მოწმეებო, წინ, მუდამ უდრეკი გულით!
ღვთის საქმით იყავით სულ დაკავებული!
ყველას აუწყეთ ღვთის სამოთხის შესახებ,
რომ დიდ კურთხევებს ვიხილავთ მალე.
2. ღვთის მსახურები არ ვეძებთ იოლ გზებს.
არ ვცდილობთ, ვაამოთ ქვეყნიურ მმართველებს,
რადგან ვეკუთვნით იეჰოვას,
ყოველთვის ვინარჩუნებთ უმწიკვლობას.
(ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)
მოწმეებო, წინ, მუდამ უდრეკი გულით!
ღვთის საქმით იყავით სულ დაკავებული!
ყველას აუწყეთ ღვთის სამოთხის შესახებ,
რომ დიდ კურთხევებს ვიხილავთ მალე.
3. ღმერთს და მის სამეფოს არად აგდებენ,
დასცინიან, შეურაცხყოფენ ღვთის სახელს.
გვმართებს, ღვთის სახელი წმინდავყოთ,
ყველა ერს, ტომს და ხალხს ის გავუცხადოთ.
(ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)
მოწმეებო, წინ, მუდამ უდრეკი გულით!
ღვთის საქმით იყავით სულ დაკავებული!
ყველას აუწყეთ ღვთის სამოთხის შესახებ,
რომ დიდ კურთხევებს ვიხილავთ მალე.
(იხილეთ აგრეთვე გამ. 9:16; ფილ. 1:7; 2 ტიმ. 2:3, 4; იაკ. 1:27)