ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 108
ღმერთი ერთგულებას და სიყვარულს ავლენს
1. ღმერთია ერთგული
და ის არის სიყვარული.
ძვირფასი ძე შემოგვწირა,
დიდ ფასად გამოგვისყიდა,
რათა გვქონოდა იმედი
და სიცოცხლე ბედნიერი.
(ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)
მოდით, ყველა მწყურვალნო,
სიცოცხლის წყალი შესვით!
მიიღეთ უსასყიდლოდ,
დატკბით ღვთის სიკეთით.
2. ღმერთია ერთგული
და ის არის სიყვარული.
მან იესო გაამეფა
და ამით ყველას აჩვენა,
რომ თავის აღთქმებს ასრულებს.
სამეფოც მმართველობს უკვე!
(ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)
მოდით, ყველა მწყურვალნო,
სიცოცხლის წყალი შესვით!
მიიღეთ უსასყიდლოდ,
დატკბით ღვთის სიკეთით.
3. ღმერთია ერთგული
და ის არის სიყვარული.
თუ ვეხმარებით თავმდაბლებს,
დაიცავენ ღვთის კანონებს.
ღვთისმოშიშებით ვიაროთ,
გაბედულად ვიქადაგოთ.
(ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)
მოდით, ყველა მწყურვალნო,
სიცოცხლის წყალი შესვით!
მიიღეთ უსასყიდლოდ,
დატკბით ღვთის სიკეთით.
(იხილეთ აგრეთვე ფსალმ. 33:5; 57:10; ეფეს. 1:7)