გაწონასწორებულობა მუშაობასა და დასვენებაში
„დასვენება მშვენიერი სამოსია, მაგრამ მუდმივად ვერ ატარებ“. უცნობი მწერალი ამ სიტყვებით კარგად გვაჩვენებს, დასვენებისა და სასარგებლო საქმიანობის მონაცვლეობის მნიშვნელოვნებას.
იგივე აზრი გამოხატა ღვთის სულით აღძრულმა ბიბლიის მწერალმა, სოლომონმა. ამ ბრძენმა მეფემ ყურადღება გაამახვილა ორ უკიდურესობაზე, რომლებსაც თავი უნდა ავარიდოთ. პირველი მან შემდეგნაირად აღნიშნა: „ბრიყვს გულზე ხელი დაუკრეფია და თავის ხორცს ჭამს“ (ეკლესიასტე 4:5). დიახ, სიზარმაცეს სიღარიბე მოაქვს, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ზარმაცის ჯანმრთელობას და მის სიცოცხლესაც კი. მეორე უკიდურესობა კი ის არის, რომ ზოგი ყველაფერს თმობს და ბევრს შრომობს. სოლომონმა მათ გაუთავებელ შრომას ‘ამაოება და ქარის დევნა’ უწოდა (ეკლესიასტე 4:4).
უსაფუძვლო არ არის სოლომონის რჩევა გაწონასწორებულობასთან დაკავშირებით: „ერთი პეშვი სიმშვიდე სჯობს მთელ კალთა გარჯას და ფუჭ საზრუნავს“ (ეკლესიასტე 4:6). კაცი უნდა „დატკბეს თავისი ნაღვაწით“ — ესე იგი, ზოგჯერ იმისათვისაც უნდა გამონახოს დრო, რომ თავისი ნაშრომით დატკბეს (ეკლესიასტე 2:24). მაგრამ ადამიანის ცხოვრებაში სამსახურის გარდა სხვა რამეც უნდა არსებობდეს. ოჯახის წევრები ჩვენი მხრივ მეტი დროის დათმობას იმსახურებენ. სოლომონმა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ ჩვენი ძირითადი მოვალეობა ქვეყნიური სამსახური კი არა, ღვთის მსახურებაა (ეკლესიასტე 12:13). შენც გაწონასწორებული თვალსაზრისი გაქვს სამსახურთან დაკავშირებით.