საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იეჰოვა თავის ხალხს სინათლით ამშვენებს
    საგუშაგო კოშკი — 2002 | 1 ივლისი
    • 5 ამ სამ მუხლში მოცემული ამაღელვებელი სიტყვები არის ესაიას მე-60 თავის შესავალიც და რეზიუმეც. მასში ნაწინასწარმეტყველებია, რა გადახდება თავს სიმბოლურ ქალს და ახსნილია, თუ როგორ შეგვიძლია, კაცობრიობაზე გამეფებული სიბნელის მიუხედავად, იეჰოვას სინათლეში ვიცხოვროთ. მაგრამ, რას ნიშნავს ამ სამ მუხლში მოცემული წინასწარმეტყველური სიმბოლოები?

      6. რას ასახიერებს ესაიას მე-60 თავში მოხსენიებული დედაკაცი და ვისით არის დედამიწაზე წარმოდგენილი?

      6 ესაიას 60:1—3-ში აღწერილი დედაკაცი სიონს, ანუ სულიერი ქმნილებებისგან შემდგარ იეჰოვას ზეციერ ორგანიზაციას ასახიერებს. დღესდღეობით, სიონი დედამიწაზე წარმოდგენილია ‘ღვთის ისრაელის’ დარჩენილი ნაწილით, ქრისტესთან ერთად ზეცაში მმართველობის იმედის მქონე სულით ცხებული ქრისტიანების საერთაშორისო შესაკრებლით (გალატელთა 6:16). ეს სულიერი ერი 144000 წევრისგან შედგება და დღესდღეობით ესაიას მე-60 თავი „უკანასკნელ დღეებში“ დედამიწაზე მცხოვრებ ამ ერის წარმომადგენლებზე სრულდება (2 ტიმოთე 3:1; გამოცხადება 14:1, სსგ).

  • იეჰოვა თავის ხალხს სინათლით ამშვენებს
    საგუშაგო კოშკი — 2002 | 1 ივლისი
    • 7. რა მდგომარეობაში იმყოფებოდა სიონი 1918 წელს და როგორ იყო ეს ნაწინასწარმეტყველები?

      7 იყო თუ არა ისეთი დრო, როცა, წინასწარმეტყველებაში მოხსენიებული დედაკაცის მსგავსად, ‘ღვთის ისრაელი’ სიბნელეში იმყოფებოდა? დიახ, ეს 80 წელზე მეტი ხნის წინ იყო ასე. პირველი მსოფლიო ომის დროს, სულით ცხებული ქრისტიანები მთელი ძალით ცდილობდნენ სამქადაგებლო საქმიანობის გაგრძელებას. მაგრამ 1918 წელს, პირველი მსოფლიო ომის დასასრულს, ორგანიზებული სამქადაგებლო საქმიანობა, ფაქტობრივად, შეწყდა. ჯოზეფ რუტერფორდს, რომელიც ხელმძღვანელობას უწევდა მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობას, და სხვა პასუხისმგებელ ძმებს ცრუ ბრალდებების საფუძველზე ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს. გამოცხადების წიგნი წინასწარმეტყველურად აღწერს იმ დროინდელ ცხებულ ქრისტიანებს, როგორც დაყრილ გვამებს „დიდი ქალაქის ქუჩაში, რომელსაც სულიერად ჰქვია სოდომი და ეგვიპტე“ (გამოცხადება 11:8). დიახ, როგორც დედამიწაზე დედაკაცის ცხებული შვილების მდგომარეობით იყო ნაჩვენები, ეს ნამდვილად ბნელი დრო იყო სიონისთვის!

      8. რა მკვეთრი ცვლილებები მოხდა 1919 წელს და რა იყო ამის შედეგი?

      8 შემდეგ კი, მკვეთრი ცვლილებები 1919 წელს მოხდა. იეჰოვამ ნათელი მოჰფინა სიონს! ღვთის ისრაელის გადარჩენილი წევრები წამოდგნენ, ღვთის სინათლე აირეკლეს და კიდევ ერთხელ გაბედულად წამოიწყეს სასიხარულო ცნობის გაცხადება (მათე 5:14—16).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2026 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება