-
იეჰოვა დიდებულ სახელს იქმნისესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
-
-
12, 13. ა) რა გაგებით არ ჰყავს იეჰოვას დამხმარე? ბ) როგორ მოაქვს იეჰოვას მკლავს ხსნა და მხარს რა გაგებით უჭერს მას თავისი რისხვა?
12 იეჰოვა განაგრძობს: «მიმოვიხედე და არ იყო შემწე, დავიქანცე [„გამიკვირდა“, აქ] და არ იყო მშველელი: ჩემმა მკლავმა მიხსნა მე და ჩემმა რისხვამ მიშველა მე.
-
-
იეჰოვა დიდებულ სახელს იქმნისესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
-
-
13 ვერც ერთი ადამიანი ვერ გამოდგება დამხმარედ იეჰოვას შურისგების დიდებულ დღეს. იეჰოვას არც სჭირდება ადამიანისგან დახმარება თავისი ნების შესასრულებლადc. მისი უზომოდ ძლიერი მკლავი ამისათვის საკმარისია (ფსალმუნი 43:4; 97:1; იერემია 27:5). გარდა ამისა, მას თავისი რისხვა უჭერს მხარს. როგორ? ღვთის რისხვა გაუკონტროლებელი ემოცია კი არა სამართლიანი აღშფოთებაა. რადგან იეჰოვა ყოველთვის სამართლიანი პრინციპებით მოქმედებს, თავისი რისხვა მხარს უჭერს და აღძრავს მას, რომ თავისი მტრების სისხლი ‘მიწაზე დაღვაროს’, რაც მათი დამცირებისა და დამარცხების ნიშანი იქნება (ფსალმუნი 74:9; ესაია 25:10; 26:5).
-
-
იეჰოვა დიდებულ სახელს იქმნისესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
-
-
c იეჰოვა გაკვირვებას გამოხატავს, რომ არავინ სთავაზობს მას მხარდაჭერას. მართლაც გასაკვირია, რომ იესოს სიკვდილიდან თითქმის 2000 წლის შემდეგაც კი ძლიერი ხალხი კვლავ ეწინააღმდეგება ღვთის ნებას (ფსალმუნი 2:2—12; ესაია 59:16).
-