-
„მოდით და მოვაგვაროთ“ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
-
-
სიკეთის ქმნა ისწავლეთ, ეძიეთ სამართალი, შეეწიეთ ჩაგრულს [„განსაჯეთ მჩაგვრელი“, აქ], განიკითხეთ ობოლი, ქვრივს გამოესარჩლეთ» (ესაია 1:16, 17). აქ ჩვენ ცხრა სახის მოწოდებას ვხედავთ.
-
-
„მოდით და მოვაგვაროთ“ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
-
-
ბოლო ხუთი იმ კეთილი საქმეების კეთებისკენ აღძრავს ადამიანს, რომელთაც იეჰოვას კურთხევა მოჰყვება.
-
-
„მოდით და მოვაგვაროთ“ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
-
-
12. ა) რატომ არის მნიშვნელოვანი ‘ვისწავლოთ სიკეთის ქმნა’? ბ) როგორ ასრულებენ უხუცესები იეჰოვას მითითებებს: „ეძიეთ სამართალი“ და „განსაჯეთ მჩაგვრელი“?
12 ბევრი რამის სწავლა შეიძლება იმ მოწოდებებიდან, რომელთაც ესაიას პირველი თავის მე-17 მუხლში ვკითხულობთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ იეჰოვა არ გვეუბნება, უბრალოდ, სიკეთე აკეთეთო, არამედ ამბობს: „სიკეთის ქმნა ისწავლეთ“. საჭიროა ღვთის სიტყვის პირადი შესწავლა, რომ გავიგოთ, რა არის ღვთის თვალში სიკეთე და გვქონდეს მისი კეთების სურვილი. გარდა ამისა, იეჰოვა არ გვეუბნება, უბრალოდ, სამართალი აღასრულეთო, არამედ მოგვიწოდებს: „ეძიეთ სამართალი“. თვით გამოცდილ უხუცესებსაც კი ესაჭიროებათ ღვთის სიტყვის გულმოდგინე კვლევა-ძიება, რათა სამართლიანად გადაწყვიტონ რთული საკითხები. აგრეთვე მათი მოვალეობაა, ‘განსაჯონ მჩაგვრელი’, რაც იეჰოვას შემდგომი მოწოდებაა. ეს ძალზე მნიშვნელოვანი მითითებებია ქრისტიანული კრების მწყემსებისთვის, რადგან მათ სამწყსო „ულმობელი მგლებისგან“ უნდა დაიცვან (საქმეები 20:28—30).
13. როგორ შეგვიძლია დღეს ქვრივ-ობლებთან დაკავშირებული მოთხოვნის შესრულება?
13 ბოლო ორი მოწოდება ღვთის ხალხიდან ყველაზე უმწეოებს — ობლებსა და ქვრივებს — ეხება. წუთისოფელი, ჩვეულებრივ, ჩაგრავს მათ, მაგრამ ღვთის ხალხში ასე არ უნდა ხდებოდეს. მოსიყვარულე უხუცესები ‘განიკითხავენ ობლებს’ კრებაში, ანუ ზრუნავენ, რომ მათაც ჰპოვონ სამართალი და დაცული იყვნენ ამ წუთისოფელში, რომელიც ასეთ უმწეოებს ჩაგრავს და ხრწნის. უხუცესები ‘ესარჩლებიან’ ქვრივებს, ანუ, აქ გამოყენებული ებრაული სიტყვის მნიშვნელობიდან გამომდინარე, „იბრძვიან“ მათთვის. აგრეთვე ყველა ქრისტიანი უნდა ცდილობდეს, დაეხმაროს, ნუგეში სცეს და გამოექომაგოს ასეთ თანაქრისტიანებს, რომელთაც განსაკუთრებით სჭირდებათ ეს, რადგან ისინი ძვირფასნი არიან იეჰოვასთვის (მიქა 6:8; იაკობი 1:27).
-
-
„მოდით და მოვაგვაროთ“ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
-
-
14. რა მნიშვნელოვან ცნობას გვაწვდის ესაიას 1:16, 17 მუხლები?
14 რა მნიშვნელოვან ცნობას გვაწვდის იეჰოვა ამ ცხრა მოთხოვნით! ზოგჯერ ის, ვინც ცოდვას სჩადის, ფიქრობს, რომ სწორად მოქცევა თავის ძალებს აღემატება. ასეთმა თვალსაზრისმა შეიძლება გული გაუტეხოს ადამიანს. გარდა ამისა, ასეთი წარმოდგენა ნამდვილად არასწორია. იეჰოვა დარწმუნებულია და სურს, ჩვენც დარწმუნებული ვიყოთ, რომ მისი დახმარებით ნებისმიერ ცოდვილს შეუძლია მიატოვოს ძველი გზა, მოიქცეს და ბოროტების ნაცვლად სიკეთე აკეთოს.
-