-
მესიის მმართველობა — ხსნა და სიხარულიესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
-
-
6. როგორი მმართველი იქნება მესია წინასწარმეტყველების მიხედვით?
6 როგორი მმართველი იქნება მესია? ემსგავსება ის სასტიკ და თვითნება აშურელს, რომელიც ისრაელს, ათი ტომის ჩრდილოეთ სამეფოს, ანადგურებს? ცხადია, არა. მესიის შესახებ ესაია ამბობს: «დაივანებს მასზე უფლის სული, სული სიბრძნისა და გონიერებისა, სული რჩევისა და სიმხნევისა, სული შეგნებისა და უფლის შიშისა.
-
-
მესიის მმართველობა — ხსნა და სიხარულიესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
-
-
მესია არა ზეთით, არამედ ღვთის სულიწმიდით არის ცხებული. იესოს ცხება მისი მონათვლის დროს ხდება, როდესაც იოანე ნათლისმცემელი ხედავს, როგორ იღებს ის სულიწმიდას მტრედის სახით (ლუკა 3:22). იეჰოვას სულიწმიდა გადადის იესოზე, რომელიც თავისი ცხოვრებით ცხადყოფს ამას და სიბრძნეს, კეთილგონიერებას, დიდ ძალასა და ცოდნას ამჟღავნებს ყოველგვარ მოქმედებაში. მას მმართველისთვის საჭირო ყველა საუკეთესო თვისება აქვს!
7. რას დაჰპირდა იესო თავის ერთგულ მიმდევრებს?
7 სულიწმიდის მიღება იესოს მიმდევრებსაც შეუძლიათ. ერთხელ, ქადაგების დროს, იესომ თქვა: „თუ თქვენ ბოროტებმა, იცით კეთილ მისაცემთა მიცემა თქვენი შვილებისათვის, მეტადრე ზეციერი მამა მისცემს სულიწმიდას იმათ, ვინც სთხოვს“ (ლუკა 11:13). აქედან გამომდინარე, ყოველთვის უნდა ვთხოვოთ ღმერთს სულიწმიდა და ვეცადოთ, გამოვავლინოთ მისი ნაყოფები: „სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სახიერება, სიკეთე, ერთგულება, სიმშვიდე, თავშეკავება“ (გალატელთა 5:22, 23). იეჰოვა გვპირდება, რომ „მაღლიდან გარდმომავალ სიბრძნეს“ მისცემს იესოს მიმდევრებს ცხოვრებისეულ სირთულეებთან წარმატებით გასამკლავებლად (იაკობი 1:5; 3:17).
8. როგორ ხარობს იესო იეჰოვას შიშით?
8 რა არის იეჰოვას შიში, რომელსაც მესია ამჟღავნებს? ცხადია, იესოს თავზარს არ სცემს იეჰოვა და ის არც მისი მსჯავრით არის შეძრწუნებული. მესიას მხოლოდ ღვთისადმი კრძალვა და მოწიწება აქვს. ღვთისმოშიში ადამიანი ცდილობს, იესოს მსგავსად მუდამ ის აკეთოს, „რაც მისთვის [ღვთისთვის] არის სათნო“ (იოანე 8:29).
-