-
იეჰოვა არის მეფეესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
-
-
6. რატომ კარგავენ იეჰოვას წყალობას იუდას მკვიდრნი?
6 გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად ესაია სრულად აღწერს მოახლოებულ უბედურებას და მის მიზეზსაც ასახელებს: «დამწუხრდა, დაღონდა ქვეყანა; დაჭკნა, დაღონდა სოფელი, დაჭკნენ ქვეყნიერთა დიდებულნი.
-
-
იეჰოვა არის მეფეესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
-
-
როდესაც ისრაელებმა ქანაანის მიწა დაიმკვიდრეს, იქ ‘რძე და თაფლი დიოდა’ (მეორე რჯული 27:3). მაგრამ ისინი მაინც იეჰოვას წყალობაზე იყვნენ დამოკიდებული. თუ ერთგულად დაიცავდნენ ღვთის მცნებებსა და კანონებს, მიწა მისცემდა მათ „თავის მოსავალს“, მაგრამ, თუ უგულებელყოფდნენ მის რჯულსა და კანონებს, „ფუჭი“ იქნებოდა ყოველგვარი მცდელობა და ‘არ მისცემდა მიწა მათ მოსავალს’ (ლევიანნი 26:3—5, 14, 15, 20). მაშინ იეჰოვას წყევლა ‘შეჭამდა’ მიწას (მეორე რჯული 28:15—20, 38—42, 62, 63). ახლა იუდა ამ წყევლის შედეგების მოლოდინში უნდა იყოს.
-
-
იეჰოვა არის მეფეესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
-
-
ღვთის მფარველობისა და კეთილგანწყობილების დაკარგვის გამო პირველ რიგში ‘დიდებულნი დაჭკნებიან’. ეს სიტყვები იერუსალიმის განადგურებამდე სრულდება, როდესაც იუდას მეფეები ჯერ ეგვიპტელთა, ხოლო შემდეგ ბაბილონელთა ვასალები ხდებიან. მოგვიანებით კი მეფე იეჰოიაქინი და სამეფო ოჯახის სხვა წევრები ერთ-ერთი პირველები ხვდებიან ბაბილონის ტყვეობაში (მეორე ნეშტთა 36:4, 9, 10).
-