-
თქვენც ივლით ღმერთთან ერთად?საგუშაგო კოშკი — 2005 | 1 ნოემბერი
-
-
როგორ შეგვიძლია ღმერთთან ერთად სიარული?
9. რატომ ემალებოდა იეჰოვა დროდადრო თავის ხალხს, თუმცა, ესაიას 30:20-ში ჩაწერილი სიტყვების თანახმად, რაში არწმუნებდა მათ?
9 ჩვენი მხრიდან ძალიან დიდ ყურადღებას იმსახურებს მესამე კითხვა: როგორ შეგვიძლია ღმერთთან ერთად სიარული? პასუხი მოცემულია ესაიას 30:20, 21-ში: «შენი მოძღვარი აღარ დაიმალება და იხილავენ შენი თვალები შენს მოძღვარს.
-
-
თქვენც ივლით ღმერთთან ერთად?საგუშაგო კოშკი — 2005 | 1 ნოემბერი
-
-
ამ გამამხნევებელ მონაკვეთში იეჰოვას სიტყვებს, რომლებიც 20-ე მუხლშია ჩაწერილი, უნდა გაეხსენებინა მისი ხალხისთვის, რომ მისადმი ურჩობის გამოვლენის შემთხვევაში, ფაქტობრივად, იეჰოვა იმალებოდა მათგან (ესაია 1:15; 59:2). თუმცა, ამ მუხლიდან ისიც ჩანს, რომ იეჰოვა თავისი ერთგული ადამიანებისთვის ხილულია. თვალსაჩინოებისთვის შეგვიძლია წარმოვიდგინოთ მასწავლებელი, რომელიც თავისი მოსწავლეების წინაშე დგას და აჩვენებს, თუ რის სწავლება სურს მათთვის.
-