-
სამოთხე აღდგენილია!ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
-
-
22. როგორ მოხვდნენ ბაბილონის ტყვეობაში ჭეშმარიტების გულწრფელად მძებნელი ქრისტიანები XX საუკუნეში?
22 რა შეიძლება ითქვას ჩვენს დროზე? სრულდება თუ არა დღეს კიდევ ერთხელ, უფრო სრულად, ესაიას წინასწარმეტყველება ქრისტიანულ კრებაზე? დიახ. მოციქულთა სიკვდილის შემდეგ ჭეშმარიტი ცხებული ქრისტიანები საგრძნობლად შემცირდნენ და მსოფლიოში ცრუ ქრისტიანობამ, „ღვარძლმა“, გაიდგა ფესვი (მათე 13:36—43; საქმეები 20:30; 2 პეტრე 2:1—3). მე-19 საუკუნეშიც კი, როდესაც გულწრფელმა ადამიანებმა ქრისტიანული სამყაროდან გამოყოფა და წმინდა თაყვანისმცემლობის ძებნა დაიწყეს, მათი გაგება კვლავაც დაბინძურებული იყო არაბიბლიური სწავლებებით. 1914 წელს იესო ქრისტე მესიანური მეფე გახდა, მაგრამ მცირე ხანში არცთუ საიმედო მდგომარეობა შეიქმნა ჭეშმარიტების გულწრფელად მძებნელთათვის. როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, ერები ‘შეებრძოლნენ მათ და გაიმარჯვეს მათზე’, რამაც ჩაახშო იმ ჭეშმარიტ ქრისტიანთა საქმიანობა, რომლებიც კეთილი ცნობის ქადაგებას ცდილობდნენ. ფაქტობრივად, ისინი ბაბილონის ტყვეობაში მოხვდნენ (გამოცხადება 11:7, 8).
23, 24. როგორ სრულდება ესაიას სიტყვები ღვთის ხალხში 1919 წლიდან?
23 მდგომარეობა 1919 წელს შეიცვალა. იეჰოვამ ტყვეობიდან გაათავისუფლა თავისი ხალხი. მათ თანდათანობით უარყვეს თაყვანისმცემლობის გამხრწნელი ცრუ სწავლებები, რასაც შედეგად განკურნება მოჰყვა. მათ სულიერი სამოთხე დაიმკვიდრეს, რომელიც დღემდე ფართოვდება მთელ დედამიწაზე.
-
-
სამოთხე აღდგენილია!ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
-
-
გარდა ამისა, გულმართალი ადამიანები ცრუ რელიგიას შორდებოდნენ და ქრისტიანულ კრებაში, სულიერ სამოთხეში, ხარობდნენ (ესაია 52:11; 2 კორინთელთა 6:17).
-