-
სამოთხე აღდგენილია!ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
-
-
20. რომელი ახალი ისრაელი ჩამოყალიბდა ახ. წ. I საუკუნეში?
20 იეჰოვას მიერ დადგენილ დროს ახალი ისრაელი, სულიერი ერი, ჩამოყალიბდა (გალატელთა 6:16). იესომ დედამიწაზე თავისი მსახურებით გზა გაუხსნა ამ ახალი ისრაელის დაბადებას. მან წმინდა თაყვანისმცემლობა აღადგინა და მისი სწავლებებით ჭეშმარიტების წყლებმა დაიწყო დინება. იესო როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად ავადმყოფებს კურნავდა.
-
-
სამოთხე აღდგენილია!ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
-
-
მაშ, როგორც ჩანს, ესაიას წიგნის 35-ე თავში მოცემული წინასწარმეტყველება ახ. წ. I საუკუნეშიც სრულდებოდა. იესო და მისი მოწაფეები სასწაულებრივად პირდაპირი გაგებით უხელდნენ თვალებს უსინათლოებს და სასმენელს უხსნიდნენ ყრუებს. მათი დახმარებით „მკელობლები“ დადიოდნენ და მუნჯები ლაპარაკს იწყებდნენ (მათე 9:32; 11:5; ლუკა 10:9).
-
-
სამოთხე აღდგენილია!ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
-
-
23, 24. როგორ სრულდება ესაიას სიტყვები ღვთის ხალხში 1919 წლიდან?
23 მდგომარეობა 1919 წელს შეიცვალა. იეჰოვამ ტყვეობიდან გაათავისუფლა თავისი ხალხი. მათ თანდათანობით უარყვეს თაყვანისმცემლობის გამხრწნელი ცრუ სწავლებები, რასაც შედეგად განკურნება მოჰყვა. მათ სულიერი სამოთხე დაიმკვიდრეს, რომელიც დღემდე ფართოვდება მთელ დედამიწაზე. სულიერი გაგებით უსინათლოები დანახვას სწავლობენ, ხოლო ყრუები — მოსმენას, ანუ ფხიზლად ადევნებენ თვალყურს იმას, თუ როგორ მოქმედებს ღვთის სულიწმიდა და ყოველთვის ახსოვთ, რამდენად აუცილებელია იეჰოვასთან მჭიდრო ურთიერთობის შენარჩუნება (1 თესალონიკელთა 5:6; 2 ტიმოთე 4:5). ჭეშმარიტი ქრისტიანები აღარ არიან მუნჯები; მათ დიდი სურვილი აქვთ, ‘იგალობონ’, ანუ ბიბლიური ჭეშმარიტება ახარონ ხალხს (რომაელთა 1:15). ისინი კი, რომლებიც სულიერად დავრდომილნი ანუ „მკელობელნი“ იყვნენ, ახლა გულმოდგინე და სიხარულით აღსავსე არიან. ფიგურალურად მათ შეუძლიათ ‘ირემივით იხტუნონ’.
-
-
სამოთხე აღდგენილია!ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
-
-
25. შესრულდება თუ არა პირდაპირი მნიშვნელობით ესაიას 35-ე თავში მოცემული წინასწარმეტყველება? ახსენით.
25 რა შეიძლება ითქვას მომავლის შესახებ? შესრულდება თუ არა ოდესმე ესაიას წინასწარმეტყველება პირდაპირი მნიშვნელობით? დიახ. პირველ საუკუნეში იესოს და მისი მოციქულების მიერ ხალხის სასწაულებრივი განკურნება იმის მაჩვენებელია, რომ იეჰოვას სურვილიც აქვს და ძალაც შესწევს, მომავალში უფრო დიდი მასშტაბებით მოახდინოს ასეთი განკურნება. ღვთის შთაგონებით დაწერილ ფსალმუნებში დედამიწაზე მშვიდობიან პირობებში მარადიულ სიცოცხლეზეა ლაპარაკი (ფსალმუნი 36:9, 11, 29). იესომაც მოგვცა სამოთხეში ცხოვრების იმედი. მთელ ბიბლიაში არაერთხელ ვკითხულობთ პირდაპირი გაგებით სამოთხის იმედის შესახებ. იმ დროს უსინათლოები, ყრუები, დავრდომილები და მუნჯები მარადიულად განიკურნებიან ფიზიკურად.
-