-
„თქვენა ხართ ჩემი მოწმენი“!ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
-
-
ახლა კი იეჰოვამ უნდა დაამტკიცოს, რომ ჭეშმარიტი ღმერთია. ის თავის ხალხს მიმართავს: «თქვენა ხართ ჩემი მოწმენი... და ჩემი მორჩილნი [„მსახური“, აქ], რომელნიც ავირჩიე, რომ გცოდნოდათ და გერწმუნათ ჩემი, მიმხვდარიყავით, რომ მე ვარ ეს. ჩემამდე არ გამოსახულა ღმერთი და ჩემს შემდეგაც არ იქნება.
-
-
„თქვენა ხართ ჩემი მოწმენი“!ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
-
-
12, 13. ა) რა უამრავი მტკიცების წარდგენა შეუძლია იეჰოვას ხალხს? ბ) როგორ გახდა ცნობილი იეჰოვას სახელი შედარებით ახლო წარსულში?
12 იეჰოვას მალე სიხარულით ეხმაურება და მოწმის ადგილს იკავებს მრავალი მოწმე. მათი ჩვენება ნათელი და უტყუარია. იესო ნავეს ძის მსგავსად, ისინი ადასტურებენ, რომ ‘არც ერთი სიტყვა არ გაცუდებულა იეჰოვას სიტყვებიდან’ (იესო ნავეს ძე 23:14). იეჰოვას ხალხს შესანიშნავად ახსოვს ესაიას, იერემიას, ეზეკიელისა და სხვა წინასწარმეტყველთა სიტყვები, რომლებიც თითქოს ერთხმად წინასწარმეტყველებდნენ იუდას ტყვეობასა და მის სასწაულებრივ დახსნას (იერემია 25:11, 12). იუდას მხსნელის, კიროსის, სახელი ჯერ კიდევ მის დაბადებამდე იყო ნაწინასწარმეტყველები (ესაია 44:26—45:1).
13 ამდენი მტკიცების შემდეგ ვინ უარყოფს, რომ იეჰოვა ჭეშმარიტი ღმერთია? წარმართული ღვთაებებისგან განსხვავებით, იეჰოვასთვის არავის მიუცია დასაბამი; ის ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთიაa. ამიტომაც იეჰოვას სახელით წოდებული ხალხისთვის, უდიდესი უპირატესობაა, მისი სასწაულებრივი საქმეების შესახებ მოუთხროს მომავალ თაობებსა და ყველას, ვისაც მის შესახებ მეტის გაგება სურს (ფსალმუნი 77:5—7). იეჰოვას მოწმეებს დღესაც შესანიშნავი შესაძლებლობა აქვთ, მთელ მსოფლიოს აუწყონ იეჰოვას სახელი. XX საუკუნის 20-იან წლებში ბიბლიის მკვლევარები უკეთ გაერკვნენ ღვთის სახელის, იეჰოვას, მნიშვნელობასა და არსში. შემდეგ, 1931 წლის 26 ივლისს, კოლუმბუსში (ოჰაიო) გამართულ კონგრესზე, საზოგადოების პრეზიდენტმა, ჯოზეფ რუტერფორდმა, წარადგინა რეზოლუცია, სახელწოდებით „ახალი სახელი“. კონგრესის დელეგატებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სიტყვებმა: „ჩვენ გვსურს გვიცნობდნენ და ვიწოდებოდეთ იეჰოვას მოწმეებად“. ისინი ერთხმად დაეთანხმნენ რეზოლუციას! მას შემდეგ იეჰოვას სახელი მთელმა მსოფლიომ გაიგო.
-
-
„თქვენა ხართ ჩემი მოწმენი“!ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
-
-
a სხვადასხვა ხალხის მითებში, ბევრი ღმერთი „დაბადებულია“ და მათ თვითონაც ჰყავთ „შვილები“.
-