-
ჭეშმარიტი ღმერთი ხსნას წინასწარმეტყველებსესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
-
-
12, 13. რატომ არ შეუძლია ადამიანს თაყვანისცემის ღირსი გამოსახულების შექმნა?
12 გახდება თუ არა ფიზიკური საგანი წმინდა მხოლოდ იმის გამო, რომ თაყვანსაცემად იყო შექმნილი? ესაია გვახსენებს, რომ კერპი, უბრალოდ, ადამიანის მცდელობის ნაყოფია. კერპის შემქმნელი იმავე სამუშაო იარაღებსა და ხერხებს იყენებს, რომლებსაც სხვა ხელოსნები:
-
-
ჭეშმარიტი ღმერთი ხსნას წინასწარმეტყველებსესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
-
-
ხითხურო გაჭიმავს ძაფს და შემოხაზავს წვერმახით, ამუშავებს ხელეჩოთი, ფარგლით შემოხაზავს მას და შექმნის მისგან კაცის სახესავით, ადამიანის სილამაზესავით, სახლში დასადგმელად“ (ესაია 44:12, 13).
-
-
ჭეშმარიტი ღმერთი ხსნას წინასწარმეტყველებსესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
-
-
მის მიერ შექმნილ კერპს, შესაძლებელია, ადამიანის სახე ჰქონდეს და ლამაზიც იყოს, მაგრამ ის მაინც უსიცოცხლოა. კერპები არასდროს არიან ღვთაებრივნი. გარდა ამისა, არც ერთი კერპი არ ‘მოვლენილა ციდან’, ანუ მათ არასდროს ჰყოლიათ ზებუნებრივი შემოქმედი; მათი შემქმნელი მხოლოდ მოკვდავი ადამიანია (საქმეები 19:35).
-